უკრაინასთან გუშინდელ მატჩში კილიან მბაპემ დუბლი შეასრულა და 400 კარიერული გოლი დაუგროვდა.
"რა გინდათ რომ გიპასუხოთ?", - მბაპე ჟურნალისტს
ფრანგი 21-ე საუკუნის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 400 გოლიან ნიშნულს მიაღწია - 26 წლის და 10 თვის ასაკში.
„400 გოლი? 400 გოლი ხალხზე შთაბეჭდილებას ვერ ახდენს. მინდა ფეხბურთის ისტორიაში ჩემი კვალი დავტოვო, ამიტომ მინიმუმ კიდევ 400 მაქვს გასატანი.
ერთი ფეხბურთელი გვყავს 950-ზე მეტი გოლით, მეორე 900-ზე მეტით, ამიტომ 400 გოლი არ არის საკმარისი, რომ იმ ფეხბურთელებს შორის გაერიო, ვინც ისტორიაში თავისი კვალი დატოვა." - აღნიშნა ფრანგმა ფორვარდმა.