ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ოლისეს ჰეთ-თრიკი - საფრანგეთმა ჩრდილოეთ ირლანდია დაამარცხა
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

ოლისეს ჰეთ-თრიკი - საფრანგეთმა ჩრდილოეთ ირლანდია დაამარცხა

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა ვინგერმა, მაიკლ ოლისემ, საფრანგეთის ნაკრების მაისურით პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა.


საფრანგეთმა ლილში ჩრდილოეთ ირლანდია 3:1 დაამარცხა მატჩში, რომელიც დიდიე დეშამისთვის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში სამშობლოში ბოლო შეხვედრა იყო.


მსოფლიო ჩემპიონატის წინ საფრანგეთის ბოლო მოსამზადებელ მატჩში ოლისე გადამწყვეტი ფიგურა აღმოჩნდა. ჩრდილოეთ ირლანდია მასპინძლებს დიდხანს უწევდა წინააღმდეგობას, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგები იმედოვნებდნენ, წინასამატჩო ცერემონია და ფეიერვერკები მოედანზეც შესაბამის განწყობას შექმნიდა.


თუმცა, მასპინძლებს ანგარიშის გასახსნელად 43 წუთი დასჭირდათ. ოლისემ ბურთი კარში ახლო მანძილიდან შეაგდო მას შემდეგ, რაც უსმან დემბელეს დარტყმა რიკოშეტით მისკენ მოვიდა და ბაიერნის ვინგერმა შანსი გამოიყენა.


თუ პირველ გოლში იღბლის ელემენტიც იყო, მეორე ნამდვილი შედევრი გამოდგა, შესვენებიდან 4 წუთში ოლისემ საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა და ბურთი ზედა კუთხეში გააგზავნა.


მაიკლ ო’ნილის ახალგაზრდა გუნდმა, რომლის სასტარტო შემადგენლობის საშუალო ასაკი 22.6 წელი იყო, თავისი მცდელობებისთვის ჯილდო 64-ე წუთზე მიიღო. ში ჩარლზის გარღვევის შემდეგ პატრიკ კელიმ ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა და სხვაობა შეამცირა.


თუმცა ოლისემ საუკეთესო მომენტი ბოლოსთვის შემოინახა, მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე მან დაახლოებით 20 მეტრიდან ეფექტურად დაატრიალა ბურთი და ჰეთ-თრიკი გაიფორმა, რითაც გამარჯვებულის ვინაობაც საბოლოოდ გაირკვა.


კილიან მბაპე, რომელიც გოლს ეძებდა, რათა ოლივიე ჟირუს საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის რეკორდს გათანაბრებოდა, იმედგაცრუებული დარჩა.


მისი ერთი გოლი გაუქმდა, რადგან შეტევის განვითარებისას დეზირე დუე თამაშგარეში იმყოფებოდა. საფრანგეთის კაპიტანმა კიდევ რამდენიმე კარგი შანსიც ვერ გამოიყენა და რეკორდის მოხსნას მსოფლიო ჩემპიონატამდე ვერ შეძლებს.


პირველი ტაიმის დამატებულ დროში ჯეიმი დონლის გოლიც გაუქმდა. მსაჯებმა ჩათვალეს, რომ რუაირი მაკკონვილმა, რომელმაც ბურთი თავით გადაუგდო თანაგუნდელს, ამ ეპიზოდში ტეო ერნანდესს ხელი ჰკრა.


საღამო ემოციური იყო მასპინძლებისთვის, რადგან დიდიე დეშამმა საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში სამშობლოში ბოლო მატჩი ჩაატარა. 14-წლიანი ეპოქის დასრულების შემდეგ მისი მთავარი მიზანი ახლა მსოფლიო ჩემპიონატის მეორედ მოგებაა.


„ლე ბლუ“ მსოფლიო ჩემპიონატს 16 ივნისს ნიუ-ჯერსიში სენეგალის წინააღმდეგ მატჩით დაიწყებს. ჯგუფ I-ში საფრანგეთის მეტოქეები ასევე ერაყი და ერლინგ ჰალანდის ნორვეგია იქნებიან.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

france
მაიკლ ოლისე

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

დეშამი ოლისეს რეალში შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დეშამი ოლისეს რეალში შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„თავს ნუ შეიწუხებს", - ბაიერნის მმართველის პასუხი ფლორენტინო პერესს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„თავს ნუ შეიწუხებს", - ბაიერნის მმართველის პასუხი ფლორენტინო პერესს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

გადამწყვეტი დღე - რეალი და ოლისე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გადამწყვეტი დღე - რეალი და ოლისე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბაიერნი ოლისეს გაყიდვაზე უარს ამბობს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბაიერნი ოლისეს გაყიდვაზე უარს ამბობს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

07 ივნ, 2026

დეშამი ოლისეს რეალში შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა

News image

07 ივნ, 2026

„თავს ნუ შეიწუხებს", - ბაიერნის მმართველის პასუხი ფლორენტინო პერესს

News image

4 სთ წინ

გადამწყვეტი დღე - რეალი და ოლისე

News image

17 წთ წინ

ბაიერნი ოლისეს გაყიდვაზე უარს ამბობს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება