არდონ იაშარი მილანს შეუერთდა.
როსონერიმ ბრიუგეს ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
23 წლის ფეხბურთელთან მილანმა 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, იაშარი იტალიურ კლუბში 30-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
კლუბი თანხას არ ასახელებს, თუმცა ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მილანი ნახევარმცველის სანაცვლდო 39 მილიონ ევროს გადაიხდის.
ბელგიის ჩემპიონატის განვლილ სეზონში იაშარიმ 35 მატჩში 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.