• ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი
NEW

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

ფეხბურთი

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
,,ფლანგის მოთამაშეები აღარ არსებობენ" - ოსასუნას მწვრთნელი იტალიურ ფეხბურთზე
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

,,ფლანგის მოთამაშეები აღარ არსებობენ" - ოსასუნას მწვრთნელი იტალიურ ფეხბურთზე

05 აპრ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ოსასუნას მთავარმა მწვრთნელმა, იტალიელმა ალესიო ლისკიმ იტალიურ ფეხბურთში არსებული პრობლემების, აკადემიებისა და სათამაშო სისტემების შესახებ ისაუბრა.


„იტალიაში ამაზე ბევრს საუბრობენ. რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ თუ ქვეყანა, როგორიც ჩემი სამშობლო იტალია, რომელიც ისტორიულად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია, ზედიზედ სამი მსოფლიო ჩემპიონატის გარეშე დარჩა, ეს დიდი პრობლემაა, ძალიან დიდი.


უნდა შევჩერდეთ და ბევრი რამ შევცვალოთ. არ მინდა კონკრეტულად ვთქვა, რა უნდა შეიცვალოს... მაგრამ აშკარაა, რომ იტალიის ლიგას მაღალი დონე აქვს, თუმცა ტოპ-5 ლიგებს შორის ყველაზე მეტი უცხოელი ფეხბურთელი სწორედ აქ თამაშობს.


აკადემიებშიც ბევრი უცხოელია, განსაკუთრებით წამყვან კლუბებში. ეს პრობლემაა. სარეზერვო გუნდები არ არსებობს, რაც კიდევ ერთი პრობლემაა. ბევრი რამ არის…


შემდეგ არის სათამაშო სისტემა, რომელსაც გუნდების უმეტესობა იყენებს - 3-5-2, და ამან გამოიწვია, რომ ფლანგის მოთამაშეები აღარ არსებობენ და აღარ არიან ფეხბურთელები, რომლებიც ერთი-ერთზე ერთის თამაშს ახერხებენ.


იტალიაში არ არიან ფეხბურთელები, რომლებიც შეძლებენ გააკეთონ ის, რაც ლამინ იამალმა ევროზე გააკეთა, მატჩის „გახსნა“. ბევრი ფაქტორი გროვდება, რაც ერთი წლიდან არ მოდის, ეს უკვე სამი მსოფლიო ჩემპიონატის პრობლემაა, რაც ძალიან ბევრია. ცვლილებებისთვის საჭიროა დრო და მოთმინება.


პრობლემა რა არის? როდესაც ევროპის ჩემპიონატი მოდის, იტალია მაინც მოისურვებს მის მოგებას... მაშინ, როცა ეს არის გუნდი, რომელიც წლებია ვერ ახერხებს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას. იმედი მაქვს, რომ სტრუქტურა შეიცვლება, დაიწყებენ ნაბიჯების გადადგმას და შემდეგ მოთმინებას გამოიჩენენ.“ - განაცხადა ლისკიმ.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

იტალია
იტალიის ნაკრები
ოსასუნა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: მანჩინიმ იტალიაში დაბრუნება მშრალი მარცხით „აღნიშნა"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მანჩინიმ იტალიაში დაბრუნება მშრალი მარცხით „აღნიშნა"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტაქტიკური ბრძოლა და ფრეს მოლოდინი - ექსპერტთა აზრი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტაქტიკური ბრძოლა და ფრეს მოლოდინი - ექსპერტთა აზრი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მანჩინის პირველი მოგება დაბრუნების შემდეგ - მონტელა მშობლიურ ნაკრებთან განადგურდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მანჩინის პირველი მოგება დაბრუნების შემდეგ - მონტელა მშობლიურ ნაკრებთან განადგურდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ზიდანისა და მანჩინის ტაქტიკური ომი: ვინ გაიმარჯვებს ევროპულ კლასიკოში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ზიდანისა და მანჩინის ტაქტიკური ომი: ვინ გაიმარჯვებს ევროპულ კლასიკოში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

25 სექ, 2026

VIDEO: მანჩინიმ იტალიაში დაბრუნება მშრალი მარცხით „აღნიშნა"

News image

26 სექ, 2026

ტაქტიკური ბრძოლა და ფრეს მოლოდინი - ექსპერტთა აზრი

News image

28 სექ, 2026

VIDEO: მანჩინის პირველი მოგება დაბრუნების შემდეგ - მონტელა მშობლიურ ნაკრებთან განადგურდა

News image

23 სთ წინ

ზიდანისა და მანჩინის ტაქტიკური ომი: ვინ გაიმარჯვებს ევროპულ კლასიკოში?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება