ჰანსი ფლიკმა ლამინ იამალის მდგომარეობაზე ისაუბრა.
გერმანელი მწვრთნელის თქმით, 18 წლის შემტევი ზოგჯერ დისკომფორტს გრძნობს.
„ლამინი კარგადაა, თუმცა ზოგჯერ მცირე დისკომფორტს მაინც განიცდის. რაც მნიშვნელოვანია, ის კარგად პროგრესირებს.
იამალს ველაპარაკე. მას ყოველთვის დავიცავ და დავეხმარები, ის ჯერ ძალიან ახალგაზრდა და შესანიშნავი ბიჭია.
ვაპირებთ, რომ იმავე გზით სვლა გავაგრძელოთ." - აღნიშნა ფლიკმა.
ამ სეზონში იამალმა ტრავმის გამო უკვე 5 მატჩის გამოტოვება მოასწრო.