• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
პსჟ ჰაკიმისა და დემბელეს დაბრუნებას ელოდება
ფეხბურთიფეხბურთი

პსჟ ჰაკიმისა და დემბელეს დაბრუნებას ელოდება

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე 1 კვირით ადრე, რომელიც მომავალ შაბათს არსენალის წინააღმდეგ გაიმართება, პარიზულმა გუნდმა შაბათს შუადღისას შიდა საკონტროლო მატჩი გამართა.


ღონისძიება მზიან ამინდში და გუნდის ულტრასების თანდასწრებით ჩატარდა. აშრაფ ჰაკიმი და უსმან დემბელე შეხვედრაში არ მონაწილეობდნენ.


პუასის საწვრთნელ ბაზაზე, ძლიერ სიცხეში, ასობით ულტრასის თვალწინ, ფეხბურთელებმა შიდა მატჩი გამართეს. გუნდები შერეული იყო (მონაწილეობდნენ ახალგაზრდებიც — კორდიე, ფანე-დრამე, ხაფი, აბო ელ ნაი).


მოედანზე დაბრუნდა ნუნუ მენდეში, ასევე ითამაშა ვილიან პაჩომ. გოლები გაიტანეს ვიტინიამ და ფაბიან რუისმა. ეს იყო ორი 20-წუთიანი ტაიმისგან შემდგარი მატჩი, რომელიც რეალურ პირობებში ჩატარდა (კონტაქტის თავიდან აცილების შესახებ სპეციალური მითითებების გარეშე).


შაბათის ერთ-ერთი მთავარი თემა, განსაკუთრებით აშრაფ ჰაკიმის არყოფნა იყო.


მაროკოელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში „ბაიერნის“ წინააღმდეგ (5:4, 28 აპრილი) ბარძაყის ტრავმა მიიღო.


როგორც ოთხშაბათს ითქვა, მისი გუნდურ ვარჯიშებზე დაბრუნება უკვე ახლოსაა. მაგრამ საკმარისი იქნება თუ არა ეს იმისთვის, რომ ჰაკიმი შაბათს ძირითად შემადგენლობაში იყოს? ეს ნაკლებად სავარაუდოდ ჩანს.


უსმან დემბელეს შემთხვევა ოდნავ განსხვავებულია. მან პარიზთან მატჩი დისკომფორტის გამო დატოვა. სხვადასხვა ინტერვიუში, ოქროს ბურთის მფლობელი საკმაოდ დამაიმედებელი იყო და დაადასტურა, რომ შაბათის მატჩისთვის მზად იქნება.


თავდამსხმელმა შაბათს ინდივიდუალური ვარჯიშებიც გააგრძელა. მის გარემოცვაში კვლავ ძლიერ ოპტიმიზმს ინარჩუნებენ იმის შესახებ, რომ ბუდაპეშტში მატჩს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს.


თუმცა, თუ სამშაბათს - ორდღიანი დასვენების შემდეგ - დემბელე გუნდურ ვარჯიშზე არ გამოჩნდება, მაშინ უკვე რეალური კითხვები გაჩნდება მის მზადყოფნასთან დაკავშირებით შაბათის ფინალისთვის.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

აჩრაფ ჰაკიმი
პსჟ
უსმან დემბელე

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

არტეტა: „თამასა ავწიეთ და ახლა ჩემპიონთა ლიგა უნდა მოვიგოთ"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არტეტა: „თამასა ავწიეთ და ახლა ჩემპიონთა ლიგა უნდა მოვიგოთ"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარას გარეშე - ლიგა 1-ის სიმბოლური თერთმეტეული საშუალო რეიტინგის მიხედვით

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარას გარეშე - ლიგა 1-ის სიმბოლური თერთმეტეული საშუალო რეიტინგის მიხედვით
•ფეხბურთი

ფეხბურთი

საკა კრიტიკოსებს პასუხობს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

საკა კრიტიკოსებს პასუხობს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პარიზში ხვიჩა კვარაცხელიას იმედი აქვთ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პარიზში ხვიჩა კვარაცხელიას იმედი აქვთ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

23 მაი, 2026

არტეტა: „თამასა ავწიეთ და ახლა ჩემპიონთა ლიგა უნდა მოვიგოთ"

News image

23 მაი, 2026

კვარას გარეშე - ლიგა 1-ის სიმბოლური თერთმეტეული საშუალო რეიტინგის მიხედვით

News image

6 სთ წინ

საკა კრიტიკოსებს პასუხობს

News image

5 სთ წინ

პარიზში ხვიჩა კვარაცხელიას იმედი აქვთ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება