ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, რეალი გონსალო გარსიასთან აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს ახალი კონტრაქტის თაობაზე.
მადრიდელებმა გადაწყვეტილება ივლისში მიიღეს მას შემდეგ, რაც თავდამსხმელი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.
ახალი კონტრაქტის გაფორმება მალეა მოსალოდნელია, რადგან გონსალოს კლუბში დარჩენა სურს. ასევე მისი სურვილი ლეგენდარული 9-ნომრიანი მაისურის მორგებაა.
21 წლის გარსიამ საკლუბო მუნდიალზე ჩატარებულ 6 მატჩში 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.
გონსალო 2014-18 წელბში რეალის აკადემიაში თამაშობდა, შემდეგ ერთი წელი მალიორკაში გაატარა, 2019 წლიდან კი კვლავ რეალის ახალგაზრდული სისტემის წევრია.