ლივერპულის მცველმა ენდრიუ რობერტსონმა აღნიშნა, რომ მან სიტისთან მატჩში ვირჯილ ვან დაიკის გოლი ჩასათვლელი იყო.
ნიდერლანდელმა დონარუმას კარი აიღო, თუმცა მსაჯმა ჩათვალა, რომ თამაშგარეში მყოფი რობერტსონი იტალიელ გოლკიპერს ხელს უშლიდა და გოლი არ ჩათვალა.
ლივერპული სამსაჯო კორპუსისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს გოლი ჩასათვლელი იყო. არ ვაპირებ ამაზე ვრცელი კომენტარის კეთებას - სხვებს დავუთმობ ამის შესაძლებლობას.
თუმცა, ჩემი აზრით, იმ მომენტში არ ვიდექი ისე, რომ მეკარისთვის მომენტის დანახვაში ხელი შემეშალა.
მსგავსი წესები სეზონის დასაწყისში აგვიხსნეს და ამიტომ, ახლა ცოტა გვიჭირს ასეთი გოლის გაუქმების მიღება." - აღნიშნა შოტლანდიელმა.