კრიშტიანუ რონალდუს თქმით, ყველაზე რთულ რამ ფეხბურთში არის გოლების გატანა.
- დღესდღეობით გოლების გატანა უფრო გამარტივდა, თუ გართულდა?
„ჩემი აზრით, ყველაზე რთული რამ ფეხბურთში სწორედ გოლების გატანაა. მე შევძელი და თანამდეროვე ფეხბურთის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ პირობებს, კლუბების, ნაკრებების და ლიგების განსხვავებებს შევეწყვე.
ჭკვიანი ფეხბურთელი ადაპტირებას ყოველთვის ახერხებს. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე ვიფიქრებ.
ფეხბურთი აღარ არის ისეთი, როგორიც რამდენიმე წლის წინ. ისეთიც კი აღარაა, ერთი წლის წინ როგორიც იყო. თუმცა, მუშაობა ისევ ისე უნდა გაგრძელდეს: თუ ერთ ასპექტში კარგავ ძალას, მაშინ მეორეში უნდა მოუმატო." - აღნიშნა პორტუგალიელმა.