საქართველოს U21 ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ევრო 2027-ის საკვალიფიკაციოს ეტაპის F ჯგუფის ლიდერ საბერძნეთთან ცნობილია.
ბერუაშვილი, ხარებაშვილი, ბუკია, ლაცაბიძე, გვასალია, ლორთქიფანიძე, დადიანი, ჯაფარიძე, ბასილაძე, ტაბატაძე, გოცირიძე.
ახალგაზრდული ნაკრები საბერძნეთთანაც და გერმანიასთანაც ერთ-ერთ ლიდერ ირაკლი იეგოიანის გარეშე ითამაშებს.
შესარჩევის 3 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 5 ქულა აქვს და მე-3 ადგილზე იმყოფება, გერმანია, რომელსაც 18 ნოემბერს მიხეილ მესხზე ვუმასპინძლებთ, 6 ქულით მე-2 ადგილს იკავებს, ხოლო ჩვენი მეტოქე საბერძნეთი, 9 ქულით, ლიდერია.
საბერძნეთთან თამში 19:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.