ჯოვანი სიმეონე კარიერას ტორინოში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, სიმეონეს ტურინულ კლუბთან პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებული აქვს.
ამჟამად ჯოვანი კლუბებს შორის შეთანხმებას ელოდება, რომელიც ასევე მალეა მოსალოდნელი, რის შემდეგაც დიეგო სიმეონეს უფროსი ვაჟი ტორინოს ფეხბურთელი გახდება.
ტორინო 30 წლის ფორვარდისთვის მე-6 იტალიური კლუბი იქნება ჯენოას, ფიორენტინას, კალიარის, ვერონას და ნაპოლის შემდეგ.