ვალენსიელი მცველი კრისტიან მოსკერა არსენალში ითამაშებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებს შორის შეთანხმება შედგა - არსენალი მოსკერას სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს გადაიხდის, თუმცა გარკვეული ბონუსებით ეს თანხა შესაძლოა 20 მილიონამდე გაიზარდოს.
თავად ფეხბურთელი ლონდონურ კლუბთან მრავალწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
გასულ სეზონში 21 წლის ფეხბურთელმა ლა ლიგის 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.
მოსკერას ვალენსიასთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურებოდა და კლუბისთვის მისი უფასოდ დაკარგვის რისკი იზრდებოდა, ამიტომ გაყიდვა საუკეთესო ვარიანტი გამოდგა.