ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პიერ ემერიკ ობამეიანგი მარსელის ოლიმპიკში ითამაშებს.
მხარეებმა სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს და 36 წლის მოთამაშე კონტრაქტს 2027 წლის ივნისამდე გააფორმებს.
ობამეიანგმა საუდის არაბეთში დარჩენას მარსელში დაბრუნდება და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში არჩია.
ალ-ქადსიასთან კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ გაბონელ თავდამსხმელს შემოთავაზება ალ-ეტიფაქიდან ჰქონდა, თუმცა უარით გაისტუმრა.
ობამეიანგი მარსელში 2023-24 წლებში თამაშობდა და 50 მატჩში 30 გოლი და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.