8 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
დღეს ესპანურმა გამოცემა Marca-მ დაწერა, რომ რეალმა ალფონსო დევისთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწია.
ფეხბურთელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და იანვრიდან ნებისმიერ კლუბთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმება შეეძლება.
ჟურნალისტმა ხოსე ფელიქს დიასმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დევისსა და რეალს შორის სრული შეთანხმება შედგა და ის კონტრაქტს ოფიციალურად იანვარში გააფორმებს.
თუმცა, ფეხბურთელის აგენტი ამ ინფორმაციას უარყოფს.
„რეალთან შეთანხმება? ტყუილია. ბევრი ვარიანტი გვაქვს, მაგრამ არცერთ კლუბთან ჯერ შეთანხმება არ გაგვაჩნია.
არ გამოირიცხება ასევე ბაიერნთან ახალი კონტრაქტის გაფორებაც. სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც განსხვავებულს ამბობს - მცდარია." - აღნიშნა კანადელი მარცხენა მცველის აგენტმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები