ლუკა მოდრიჩმა მილანში გადასვლის გადაწყვეტილება ახსნა.
ხორვატი ნახევარმცველი, რომელმაც რეალი 13 გატარებული წლის შემდეგ დატოვა, მილანს 1-წლიანი კონტრაქტით შეუერთდა.
„რატომ მილანი? ევროპაში დარჩენა და კონკურენტული ფეხბურთის თამაში მინდოდა. სხვა შემოთავაზებებიც მქონდა, მაგრამ როცა მილანი გამოჩნდა, ჩემთვის ყველაფერი იქ გაირკვა.
პირველივე მომენტში მოვიხიბლე მათი მიდგომით. როგორ ჩამოვიდნენ ისინი ჩემთან ხორვატიაში, წარმომიდგინეს პროექტი. ეს ყველაფერი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო.
მილანი ევროპის ერთ-ერთი უდიდესი კლუბია." - აღნიშნა ხორვატმა.