არნე სლოტს ინტერთან მატჩის განაცხადში მოჰამედ სალაჰის ვერ მოხვედრაზე ჰკითხეს.
„მქონდა თუ არა საუბარი სალაჰთან მისი კომენტარის შემდეგ? მხოლოდ ერთი კომუნიკაცია - შევატყობინეთ, რომ ინტერთან მატჩის განაცხადში ვერ მოხვდებოდა. სულ ეს იყო.
როგორც წესი მშვიდი და ზრდილობიანი ვარ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სუსტი ვარ. როცა ფეხბურთელი ასეთ განცხადებას აკეთებს, კლუბმა უნდა იმოქმედოს. როგორც ხედავთ, ის ჩვენთან ერთად არ არის.
ვინ იგულისხმა სალაჰმა როცა თქვა, რომ მას ავტობუსის ქვეშ აგდებენ? ამაზე პასუხის გაცემა მხოლოდ მას შეუძლია. ჩემთვის ვარაუდი რთულია. მოს ჰკითხეთ.
რა თქმა უნდა, უცნაური იყო სალაჰისგან ასეთი კომენტარის მოსმენა. თუმცა მე არ ვგრძნობ, რომ ჩემი ურთიერთობა მასთან განადგურებულია. მას შეუძლია რაც უნდა ის ილაპარაკოს. თავის მხრივ, მო ყოველთვის პატივისცემით იქცეოდა და ახლაც ჩვეულებრივად აგრძელებს ვარჯიშს. ამიტომ, უფრო გამაკვირვა მისმა კომენტარმა.
ჩემი რეაქცია მის სიტყვებზე? სახეზეა - ის განაცხადს მიღმა დარჩა. მას ყველანაირი უფლება აქვს იფიქროს ისე, როგორც უნდა, თუმცა თუ ამის პრესაში გამოტანა ჩათვალ ასაჭიროდ, მაშინ მე რეაქცია უნდა გამოვავლინო და აი რეაქციაც - ის ინტერთან თამაშს გამოტოვებს.
ითამაშა თუ არა სალაჰმა ლივერპულის მაისურით თავისი ბოლო მატჩი? წარმოდგენა არ მაქვს. ახლა ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ." - აღნიშნა ნიდერლანდელმა.