რეალის ნახევარმცველმა ორელიან ჩუამენიმ გუნდის მთავარ მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა.
მადრიდელებმა ბოლო შვიდი მატჩიდან მხოლოდ ორი მოიგეს. 10 დეკემბერს რეალი საკუთარ მოედანზე მან სიტის უმასპინძლებს. ამბობენ, რომ ამ მატჩის ვერ მოგების შემთხვევაში, ჩაბი ალონსოს გუნდიდან გაუშვებენ.
- როგორი ურთიერთობა გაქვთ ჩაბი ალონსოსთან?
„ყველანი ერთ ნავში ვართ. თუ მოგება გვინდა, ყველამ უნდა ვიბრძოლოთ. მოედანზე ფეხბურთელები გავდივართ და ბევრად უკეთ გვმართებს თამაში. ხვალ სიტუაციის შემოტრიალების კარგი შანსი გვექნება.
სელტასთან მწვრთნელს კარგი გეგმა ჰქონდა შემუშავებული, თუმცა 0:2 ფეხბურთელების გამო წავაგეთ. მაგალითად, ინტენსივობა გვაკლდა, რაც მწვრთნელის ბრალი ვერ იქნება. აუცილებლად უნდა მოვუმატოთ." - აღნიშნა ჩუამენიმ.