სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC 309-ზე საოცარი ბრძოლები გაიმართა. კო-მეინ ივენთზე მსუბუქ წონაში ჩარლზ ოლივეირა მაიკლ ჩენდლერს დაუპირისპირდა. ბრძოლა ბრაზილიელის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც მეტოქე მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
ღონისძიების მთავარ ბრძოლაში კი ლეგენდარული მებრძოლების დაპირისპირება შედგა. მძიმე წონის საჩემპიონო ტიტულისთვის ჯონ ჯონსი და სტიპე მიოჩიჩი შეხვდნენ.
ბრძოლა მე-3 რაუნდში დასრულდა. ჯონ ჯონსმა ტანში მძიმე დარტყმა მიაყენა მეტოქეს და ტექნიკური ნოკაუტით შეძლო მისი დამარცხება.
ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) მებრძოლმა UFC-ში მე-16 სატიტულო ბრძოლა მოიგო.
UFC 309-ის მეინ ივენთზე კიდე 3 ბრძოლა გაიმართა. სამივეში გამარჯვებული გადაწყვეტილებით გამოვლინდა. მაურისიო რუფიმ ჯეიმს ლონტოპი დაამარცხა, ვივიან არაუხომ - კარინ სილვა, ბო ნიკალმა კი - პოლ კრეიგი.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები