უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის შემდეგ, ქუთაისის ტორპედოს მთავარმა მწვრთნელმა, დირკ შუსტერმა კომენტარი გააკეთა.
“უზომოდ ბედნიერი ვარ, გუნდის თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ.
დღეს დილით პაატა ღუდუშაურს ვესაუბრე. მითხრა, რომ მზად იყო გუნდისთვის მაქსიმალურად დახარჯულიყო. თამაშზე სხვა გეგმით გამოვედით, მაგრამ მოვლენების ასეთმა განვითარებამ ბევრი რამ შეცვალა. გვსურდა შეგვეტია, თუმცა მეორე ტაიმში პრიორიტეტი საკუთარი კარის დაცვა იყო, სორი მანე დაგვჭირდა და ცვლილებები გავაკეთე.
მთავარია, შემდეგ ეტაპზე ვართ. ახლა მომდევნო მეტოქისთვის დავიწყებთ მზადებას.” - გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს ტორპედოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ტორპედო და დილა კონფერენს ლიგის შემდეგ ეტაპზე არიან!