-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ლა ლიგის მე-14 ტურში ვალენსიამ მესტალიაზე ბეტისს უმასპინძლა. ღამურები მოედანს თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდნენ. ვალენსიაში მომხდარი სტიქიის გამო გუნდს იძულებითი პაუზა მოუწია.
ბეტისთან სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი მამარდაშვილი, რომელიც გუშინ მამა გახდა.
მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და საბოლოოდ 4-2 დასრულდა. მასპინძელთა მხრიდან გოლები ტარეგამ, უგო დურომ (2) და დიეგო ლოპესმა გაიტანეს.
დურომ საკუთარ კარშიც მოახერხა გოლის გატანა, მეორე გოლი კი ანდალუსიელთა შემადგენლობაში ჩიმი ავილამ გაიტანა.
უგო დუროს საინტერესო მატჩი გამოუვიდა, მან 6-დან 4 გოლში მონაწილეობა მიიღო - 2 გოლი, 1 საგოლე გადაცემა და 1 ავტოგოლი.
ვალენსიამ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა, ჩატარებული 12 მატჩის შემდეგ რუბენ ბარახას გუნდს 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა, რაც გასავარდნი ზონაა, თუმცა გუნდს ამ ტურის შემდეგ 2 მატჩით ნაკლები ექნება აქტივში.
დღევანდელი გამარჯვება ვალენსიაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულ ადამიანებს მიეძღვნათ.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები