VIDEO: დედაქალაქური ქამბექი 4 წუთში - რომა კვლავ უდანაკარგოა
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია ა-ს მე-3 ტურში რომა სტადიო ოლიმპიკოზე ატალანტას დაუპირისპირდა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმში კი ანგარიში სტუმრებმა მალევე გახსნეს.
47-ე წუთზე ბერგამოელები ედერსონმა დააწინაურა და სტუმარი გუნდი მოგებასთან ახლოსაც იყო, თუმცა რომაელებმა მატჩის ბოლო წუთებზე თამაშის მოტრიალება შეძლეს.
89-ე წუთზე მატიას სოულეს პასის შემდეგ მარიო ჰერმოსომ ანგარიში გაათანაბრა, კომპენსირებულ დროში კი თავად სოულემ გამარჯვების გოლის გატანა შეძლო და რომას მორიგი 3 ქულა მოუტანა.
ამ მოგებით ჯალოროსის სერია ა-ს საწყის ტურებში 3-დან 3 გამარჯვება აქვს და ასევე უდანაკარგო ინტერთან ერთად სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას.
რომა მომდევნო ტურში ტორინოს ესტუმრება, ატალანტა კი საკუთარ მოედანზე კალიარის დაუპირისპირდება.