VIDEO: გუნდში მე-5 შედეგი - მამუს ტორონტომ კლივლენდს სტუმრად მოუგო
01 ნოე, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა NBA-ში 4-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა და სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმა. კანადელებმა კლივლენდ კავალიერსი სტუმრად 11-ქულიანი სხვაობით დაამარცხეს - 112:101.
სანდრომ პარკეტზე 18:35 წუთი გაატარა და 11 ქულა, 6 მოხსნა და 3 ასისტი მიითვალა. მის გუნდში საუკეთესოები არჯეი ბარეტი, ჯეიმისონ ბეთლი და ბრენდონ ინგრამი იყვნენ - სამივე მათგანმა 20 ქულა მოაგროვა.
6 მატჩის შემდეგ, ტორონტოს 2 მოგება და 4 მარცხი აქვს. მომდევნო ტურში უკვე დასავლეთ კონფერენციის წარმომადგენელ მემფის გრიზლის უმასპინძლებენ - 3 ნოემბრის 03:00 საათზე.