იტალიის ქალაქ ტურინში ATP-ის 2025 წლის შემაჯამებელი ტურნირი მიმდინარეობს.
იანიკ სინერი ფელიქს ოჟე-ალიასიმს დაუპირისპირდა და 2 სეტში (7-5, 6-1) დაამარცხა.
იტალიელთან და კანადელთან ერთად ჯგუფში ალექსანდერ ზვერევი და ბენ შელტონი არიან. გერმანელმა ამერიკელს ასევე 2 სეტში აჯობა.
მეორე ჯგუფში კარლოს ალკარასმა ალექს დე მინორს 2 სეტში მოუგო, ტეილორ ფრიცმა კი ასევე 2 სეტში სძლია ლორენცო მუზეტის.
დღეს ალკარასი ფრიცს, მუზეტი კი დე მინორს დაუპირისპირდება.