მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-7 ტურში ინგლისმა საკუთარ მოედანზე სერბეთი დაამარცხა.
უემბლიზე გამართული მატჩი ტუხელის გუნდის გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
28-ე წუთზე საკამ ანგარიში გახსნა, 90-ზე კი ეზემ მეორე გოლი შეაგდო და ინგლისს ჯგუფში 7-დან 7 გამარჯვება გაუნაღდა.
1-0 საკა 28'
2-0 ეზე 90'