ესპანეთის ლა ლიგის მე-7 ტურში ვილიარეალი ლევანტეს დაუპირისპირდა და 3-1 დაამარცხა.
მასპინძელთა სათადარიგო სკამზე იყო გიორგი მიქაუტაძე, რომელიც მოედანზე 67-ე წუთზე შემოვიდა და გოლიც გაიტანა.
86-ე წუთზე, როცა ანგარიში 2-1 იყო, ალბერტო მოლეიროს პასის შემდეგ ქართველმა თავდამსხმელმა მატჩს წერტილი დაუსვა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (3-1).
ამ მოგებით ვილიარეალმა 8 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე გადაინაცვლა.
რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, ქართველს ლა ლიგის ამ სეზონში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს.