VIDEO: ოჟე-ალიასიმმა ბენ შელტონს დაძაბულ ბრძოლაში მოუგო
12 ნოე, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის ქალაქ ტურინში ATP-ის 2025 წლის შემაჯამებელი ტურნირი მიმდინარეობს.
მორიგ მატჩში ერთმანეთს ბენ შელტონი და ფელიქს ოჟე-ალიასიმი დაუპირისპირდნენ.
პირველი სეტი ამერიკელმა 6-4 მოიგო, მეორე სეტში კი ტაიბრეიკი შედგა, რომელიც კანადელის გამარჯვებით დასრულდა.
გადამწყვეტი სეტიც დაძაბულად წარიმართა, საბოლოოდ ოჟე-ალიასიმმა თამაში მოატრიალა და 3 სეტში (6-4, 6-7, 5-7) იმარჯვა.
კანადელმა პირველი მატჩი იანიკ სინერთან 2 სეტშ დათმო, ახლა კი პირველი გამარჯვება მოიპოვა. რაც შეეხება შელტონს, ის პირველ შეხვედრაში ალექსანდერ ზვერევთან 2 სეტში დამარცხდა.
ჯგუფის ბოლო მატჩებში ფელიქსი ზვერევს შეხვდება, ხოლო შელტონი - სინერს.