UFC 318-ზე მაქს ჰოლოუეი დასტინ პორიეს დაუპირისპირდება.
გარდა იმისა, რომ ეს პორიეს კარიერაში ბოლო ბრძოლა იქნება, სასწორზე BMF-ის ქამარი იდება.
BMF-ის ტიტულის (Baddest motherfu*ker) იდეა 2019 წელს დაიბადა და მას შემდეგ ამ ქამრისთვის 3 ბრძოლა ჩატარდა.
ნეიტ დიასი vs ხორხე მასვიდალი (UFC 244 — ნოემბერი 2019)
დასტინ პორიე vs ჯასტინ გეიჯი (UFC 291 — ივლისი 2023)
ჯასტინ გეიჯი vs მაქს ჰოლოუეი (UFC 300 — აპრილი 2024)