VIDEO: საოცარი ტაიმი სან სიროზე - ინტერის ქამბექი ნაპოლისთან
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია ა-ს მე-3 ტურში ინტერმა ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე ნაპოლი მიიღო.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მე-2 ტაიმში კი გუნდებს შორის ნამდვილი დრამა შედგა.
50-ე და 53-ე წუთებზე მატეო პოლიტანოსა და რასმუს ჰოილუნდის გოლებით სტუმრებმა ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა 56-ე წუთზე ლაუტარო მარიტნესმა ერთი ბურთი გაქვითა.
82-ე წუთზე მილანელებმა მარკუს ტურამის გოლით ანგარიში გაათანაბრეს, კომპენსირებულ დროში კი ინტერის არგენტინელმა კაპიტანმა, ლაუტარო მარტინესმა, დუბლი შეასრულა და თავის გუნდს საოცარი გამარჯვება მოუტანა.
ნერაძურიმ ნაპოლისთან შესრულებული ბრწყინვალე ქამბექით მორიგი 3 ქულა მოიპოვა და სერია ა-ში 3-დან 3 გამარჯვება აქვს, რა შედეგითაც რომასთან ერთად სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას.
აღსანიშნავია, რომ ლაუტარო მარტინესმა იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირველი გოლები გაიტანა და ბომბარდირთა დავაშიც გამოჩნდა.
ინტერი მომდევნო ტურში გიორგი ჩაკვეტაძის უდინეზეს უმასპინძლებს, ნაპოლი კი საკუტარ კედლებში ბოლონიას მიიღებს.