იტალიაში მწვრთნელების მასობრივი ცვლა დაიწყო.
მილანმა მასიმილიანო ალეგრი გაუშვა, ნაპოლიდან ანტონიო კონტე თვითნებურად წავიდა, ლაციო კი მაურიციო სარიმ დატოვა.
როსონერის ახალი მწვრთნელი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, დაიწერა როგორც კონტეზე, ისე ანდონი ირაოლაზეც, რომელმაც სეზონის დასრულებისთანავე პრემიერ ლიგის გუნდი ბორნმუთი ოფიციალურად დატოვა.
რაც შეეხება ლაციოს, გუნდმა სარის შემცვლელად იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცი, ჯენარო გატუზო დანიშნა, რომელთანაც 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
თავის მხრივ, სარის ლაციოდან წასვლის შემდეგ უმუშევრად დიდხანს დარჩენა არ უწერია - ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იტალიელი ატალანტაში ინიშნება, სადაც რაფაელე პალადინოს შეცვლის.
ამ ეტაპზე სრულიად უცნობია, ვინ ჩაიბარებს ნაპოლის, პრესაში სარის დაბრუნებაზე იწერებოდა, თუმცა მაურისიოს წაყვანა ატალანტამ მოასწრო.