ბარსელონას მცველი რონალდ არაუხო ფსიქოლოგიური პრობლემებისგან გამოჯანმრთელების პროცესს ოჯახისა და თანაგუნდელების წრეში აგრძელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის მცველმა კლუბს სარეაბილიტაციოდ ცოტა მეტი დროის მოცემა სთხოვა და ამჟამად სწორედ ამ პროცესს გადის.
თუმცა, როგორც ერთ-ერთ ესპანურ გადაცემაში კომენტატორმა ხუანმა კასტანიომ თქვა, ყველაფერი იმაზე სერიოზულად არის, ვიდრე პრესაში იწერება.
„ყველაფერი იმაზე სერიოზულადაა, ვიფრე ერთი შეხედვით ჩანს. არაუხოს სიტუაცია ძალიან მძიმეა. სანახავია, საერთოდ ითამაშებს თუ არა ის ბარსელონას მაისურით კიდევ ოდესმე." - აღნიშნა კასტანიომ.
ინსაიდერი ელენა კონდისი წერს, რომ კლუბი არაუხოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს, რადგან ურუგვაელმა პანიკური შეტევის რამდენიმე ტალღა გადაიტანა და ემოციურად განადგურებულია.
კლუბმა ფეხბურთელს ურჩია, რომ დაბრუნება არ დააჩქაროს და ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობა პრიველ ადგილზე დგას.