იტალიის ქალაქ კატანძაროში გამართულ ვუშუს საერთაშორისო ტურნირზე, საქართველოს ნაკრებმა 13 მედალი მოიპოვა.
ჩვენი გუნდის მხრიდან მედლები მოიგეს - გიორგი გერმანოზაშვილმა (2 ოქრო, 1 ვერცხლი); გიორგი ონიანმა (2 ოქრო, 1 ვერცხლი); ნიკოლოც ნუცუბიძემ (2 ოქრო); დავით დავითაშვილმა (1 ოქრო); გიორგი ბარბაქაძემ (1 ოქრო); ილმაზ მიქაილოვმა (1 ოქრო); მაქსიმ ჩხვიმიანმა (1 ვერცხლი) და სერგო ალფაიძემ (1 ვერცხლი).
საბოლოოდ, ქართველ სპორტსმენთა ანგარიშზე 9 ოქროსა და 4 ვერცხლის მედალია.
ცნობისთვის, ვუშუ (იგივე - კუნგ ფუ) ჩინური საბრძოლო ხელოვნებაა, რომელიც სხვადასხვა ტრადიციულ და თანამედროვე ჩინურ საბრძოლო ხელოვნების კონცეფციებსა და ფორმებს, მათ შორის შაოლინის კუნგ ფუს, ტაი ჩის და ვუდანგუანის აერთიანებს.