Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონას ლეგენდების სიიდან ამოშლის შემდეგ რამდენიმე დღეში დანი ალვეშს ამ სექციაში ისევ ვხედავთ.
მას შემდეგ, რაც ბრაზილიელს სექსუალური ძალადობის გამო 4.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, კატალონიურმა კლუბმა ის ოფიციალურ ვეგ-გვერდზე განთავსებული 102-კაციანი ლეგენდების სიიდან ამოშალა, თუმცა ახლა ალვეში ისევ ამ სიაშია: "კლუბის ისტორიაში საუკეთესო მარჯვენა მცველი." - ასეთია მისი აღწერა.
აღნიშნულ ინფორმაციას ალვეშის ყოფილი მეუღლე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: "კეისარს კეისრისა" - დაწერა ხოანა სანსმა თავის ინსტაგრამზე.
კომენტარები