Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
7 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მერაბ დვალიშვილმა საქართველოში MMA-ს პოპულარობასა და ქართველ მებრძოლებზე ისაუბრა:
"ილია ტიტულისთვის იბრძვის. ის პირველი ქართველი იქნება, ვინც ქამრისთვის იჩხუბებს. მისით ძალიან ამაყი ვარ. ეს ჩვენი ოცნებაა და ნამდვილად დიდი ამბავია."
"გიგა ჭიკაძე კიდევ ერთი საოცარი მებრძოლია. ერთი სული მაქვს, როდის დაბრუნდება. ჩვენ გვყავს რომანიც. ვამაყობ UFC-ს ქართველი მებრძოლებით. ყველა კარგად ასპარეზობს." - დვალიშვილმა მიანიშნა, რომ UFC-ში მალე სხვა ქართველ ტალანტებსაც ვიხილავთ.
მერაბი იხსენებს დროს, როცა საქართველოში ბევრმა არ იცოდა, რა იყო MMA და მას "ბრძოლა წესების გარეშე"-ს ეძახდნენ.
"ჩემი MMA-ში მოხვედრაც ძალიან სასაცილოა. რაღაც ბრძოლების შესახებ გავიგე და ჩემი თავის დატესტვა მინდოდა, რამდენიმე ჩხუბი ჩავატარე და მას შემდეგ შემიყვარდა ეს სპორტი."
მებრძოლების UFC-ში ასპარეზობამ MMA საქართველოში პოპულარული გახადა და ათლეტების ახალი თაობის ინსპირირებაც შეძლო. დვალიშვილმა კი ამაში ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა.
"ვიცი, რომ რამდენიმე მებრძოლმა MMA ჩემ გამო დაიწყო და ახლა ისინი პროფესიონალი მებრძოლები და ორგანიზაციების ჩემპიონებიც არიან. ეს ნიშნავს, რომ დავბერდი."
"მაგრამ მე ამაყი ვარ, ჩემს ქვეყანაში MMA-ს პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი რომ ვარ. ეს სფერო საქართველოში იზრდება და უფრო და უფრო უკეთესი გახდება."
"ქართველებმა UFC-ს ყველა მებრძოლი იციან, ვინ ვის და როდის ეჩხუბება. მათ MMA ნამდვილად ესმით და ეს ძალიან, ძალიან კარგია."
მერაბმა ილია თოფურიას შესაძლო ჩემპიონობაზეც ისაუბრა:
"ჩვენ ძალიან ამაყები ვიქნებით და ეს ყველასთვის დიდი მოტივაცია იქნება. მჯერა, რომ ილიამ ალექს ვოლკანოვსკის დაამარცხებს. ეს გიჟურად ჟღერს, მაგრამ მე მისი მჯერა. ილია ნამდვილად განსხვავებულია, ის განსხვავებულად ფიქრობს, დაუმარცხებელია და ასეთი მენტალიტეტიც აქვს. ის დიდებულია."
მერაბმა საქართველოში შესაძლო ბრძოლაზეც გააკეთა კომენტარი:
"თუ ოდესმე საქართველოში ვიბრძოლებ, ეს ჩემი ოცნების ასრულება იქნება. ეს ჩემი ქვეყნისთვის ბევრს ნიშნავს, ნამდვილი სიგიჟე იქნება."
მერაბ დვალიშვილი 18 თებერვალს UFC 298-ზე ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება, იმავე ღონისძიებაზე მთავარ ბრძოლაში ილია თოფურია და ალექს ვოლკანოვსკი ქამრისთვის იბრძოლებენ.
კომენტარები