Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 24-ე ტურში სევილიამ საკუთარ კედლებში ატლეტიკო მადრიდს მოუგო.
შეხვედრა რამონ სანჩეს პისხუანზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
ერთადერთი გოლი მე-15 წუთზე ლუკა რომერომ ლუკას ოკამპოსის პასით გაიტანა და ანდალუსიურ გუნდს გადარჩენისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.
ატლეტიკოს ვითარება იმითაც დამძიმდა, რომ ტრავმის გამო მეორე ტაიმზე მოედანზე გამოსვლა ალვარო მორატამ ვერ შეძლო, რომლის ნაცვლადაც მემფის დეპაი შემოვიდა.
სევილიამ ზედიზედ მეორე გამარჯვებით 23 ქულა დაგროვა და გასავარდნ ზონას უკვე 6 ქულით გაასწრო, ატლეტიკო კი 48 ქულით მეოთხე ადგილს ინარჩუნებს, თუმცა ლიდერ რეალს უკვე 13 ქულით ჩამორჩება.
კომენტარები