ესპანეთის ლა ლიგის პირველ ტურში რეალმა სანტიაგო ბერნაბეუზე ოსასუნა მიიღო.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევარში კი თამაშის ბედი ერთმა გოლმა გადაწყვიტა.
51-ე წუთზე კილიან მბაპეს საჯარიმოში წაქცევის გამო პენალტი დაინიშნა, რომელიც ფრანგმა თავადვე შეასრულა ზუსტად.
მატჩის კომპენსირებულ დროში მსაჯმა აბელ ბრეტონესს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა და ოსასუნამ შეხვედრა 10 კაცით დაასრულა.
ჩაბი ალონსოს დებიუტი სანტიაგო ბერნაბეუზე რეალის გამარჯვებით დასრულდა და მადრიდელებმა ლა ლიგა 3 ქულით გახსნეს.
51' მბაპე 1-0