სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
6 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ATP-ს შემაჯემებელი ტურნირის ფინალში იანიკ სინერმა ტეილორ ფრიცი დაამარცხა.
შეხვედრა ტურინის კორტებზე გაიმართა და იტალიელის გამარჯვებით 6:4 6:4, ერთ საათსა და 25 წუთსი დასრულდა.
საინტერესოა, რომ ეს ორი ჩოგბურთელი ერთმანეთს ამავე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მაშინაც, სინერმა გამარჯვება ზუსტად იმავე ანგარიშით მოიპოვა.
ამრიგად, 2024 წლის საჩოგბურთო სეზონი ოფიციალურად დასრულდა - კარიერაში პირველად პირველ ნომრად წელი სინერმა დაასრულა, რომელმაც 2024-ში 8 ტიტული მოიგო (ავსტრალიის ღია პირველობა, როტერდამი, მაიამი, ჰალე, ცინცინატი, ამერიკის ღია პირველობა, შანხაის მასტერსი და შემაჯემებელი).
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები