VIDEO: ავტოგოლი და გაფუჭებული პენალტი - მილანი ტურინში დამარცხდა
22 თებ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია ა-ს 26-ე ტურში მილანი ტურინს ესტუმრა და ადგილობრივ ტორინოს დაუპირისპირდა.
შეხვედრა სწრაფი გოლით გაიხსნა, რომელიც კურიოზულ ვითარებაში გავიდა. მე-5 წუთზე კარიდან გამოსულმა მაიკ მენიომ თანაგუნდელ მალიკ ჩაუს გაარტყა და ასე გავიდა გოლი.
32-ე წუთზე მილანს ანგარიშის გათანბრება შეეძლო, თუმცა კრისტიან პულიშიჩს პენალტი ვანია მილინკოვიჩ-სავიჩმა აუღო. პირველი ტაიმი ტორინოს გამარჯვებით 1-0 დასრულდა.
74-ე წუთზე როსონერიმ ანგარიში მაინც გაათანაბრა, თავი ტიჯანი რეინდერსმა გამოიჩინა, თუმცა აქედან 2 წუთში მასპინძლები ისევ დაწინაურდნენ. გვიდას გინეიტისმა გამარჯვების გოლი გაიტანა და ტორინოს 3 ქულა მოუპოვა.
ტურინელებმა ამ მოგების შემდეგ 31 ქულა დააგროვას და ლაივ ცხრილში მე-11 ადგილზე არიან, მილანი კი 41 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.