VIDEO: ბაიერნმა ჰაიდენჰაიმი გაანადგურა და წელი მოგებით დახურა
23 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანიის ბუნდესლიგის მე-15 ტურში ჰაიდენჰაიმმა საკუთარ მოედანზე ბაიერნი მიიღო. მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა ბუდუ ზივზივაძემ.
შეხვედრაში ანგარიში მე-15 წუთზე იოსიპ სტანიშიჩმა გახსნა, 32-ე წუთზე კი მაიკლ ოლისემ სხვაობა ორამდე გაზარდა.
მატჩის ბოლოს ბაიერნმა კიდევ 2 გოლის გატანა მოახერხა. 87-ე წუთზე თავი ლუის დიასმა გამოიჩინა, კომპენსირებულ დროში კი ჰარი კეინმა საბოლოო ანგარიში (0-4) დააფიქსირა.
ინგლისელმა თავდამსხმელმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მე-19 გოლი გაიტანა, მეორე ადგილოსან ლუის დიასს კი 8 გოლი აქვს.
ჰარი კეინს ბუნდესლიგაში უკვე 100 საგოლე მოქმედება დაუგროვდა (81 გოლი, 19 საგოლე გადაცემა), რაც 78 მატჩში შეძლო. ეს კი ბუნდესლიგის რეკორდია.
ბაიერნმა 2025 წელი დამაჯერებელი მოგებით დაასრულა და სატურნირო ცხრილს 41 ქულით ლიდერობს. კომპანის გუნდი მდევარ დორტმუნდს 9 ქულით უსწრებს.