VIDEO: მეცი პსჟ-სთან განადგურდა - ლიგა 1-ის მატჩში ოთხივე ქართველმა ითამაშა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 1-ის 23-ე ტურში პარი სენ-ჟერმენმა პარკ დე პრენსზე მეცი მიიღო.
ოთხი ქართველიდან სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ გიორგი წიტაიშვილი (6.4 შეფასება) იყო, ხვიჩა კვარაცხელია (7.1), გიორგი აბუაშვილი (6.5) და გიორგი ქვილითაია (6.7) კი მატჩში მე-2 ტაიმში ჩაერთვნენ.
შეხვედრა სწრაფი გოლით დაიწყო. მე-3 წუთზე მასპინძლები დეზირე დუემ დააწინაურა, ტაიმის ბოლოს კი ბრედლი ბარკოლამ სხვაობა ორამდე გაზარდა. მე-2 ტაიმში პარიზელებმა კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლეს. 77-ე წუთზე გონსალუ რამოშმა გამოიჩინა თავი და საბოლოო ანგარიშიც (3-0) დააფიქსირა.
პარი სენ-ჟერმენმა ამ ტურიში ლანსის მონაკოსთან წაგებით ისარგებლა და სატურნირო ცხრილში გალიდერდა. მდევართან სხვაობა 2 ქულაა.
რაც შეეხება მეცს, ქართველების გუნდი 13 ქულით სატურნირო ცხრილის ფსკერზეა და ლიგა 1-ში დასარჩენი პლეიოფის ზონაში მყოფ ოსერს 4 ქულით ჩამორჩება.