VIDEO: პავლოვიჩის გასროლა - მილანმა სან სიროზე ტორინოს მოუგო
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია ა-ს 30-ე ტურში მილანმა სან სიროზე ტორინოს უმასპინძლა.
შეხვედრაში ანგარიში 36-ე წუთზე როსონერიმ გახსნა. სტრაჰინია პავლოვიჩმა შორეული გასროლით აიღო სტუმართა კარი.
44-ე წუთზე ჯოვანი სიმეონემ წონასწორობა აღადგინა და პირველი ტაიმის ანგარიში (1-1) დააფიქსირა.
მეორე ტაიმის სტარტზე მილანელებმა ერთწუთიან მონაკვეთში 2 გოლი გაიტანეს და უპირატესობა მოიპოვეს. 54-ე წუთზე ადრიენ რაბიომ, ხოლო 55-ე წუთზე იუსუფ ფოფანამ მოახერხეს თავის გამოჩენა.
83-ე წუთზე როსონერის კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ნიკოლა ვლაშიჩმა შეასრულა ზუსტად, თუმცა ტორინომ თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლო და მილანმა 3-2 იმარჯვა.
მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ამ მოგებით 63 ქულა დააგროვა და ამ მომენტისთვის სერია ა-ს ლიდერ ინტერს 5 ქულით ჩამორჩება.