დღეს მეცი ამხანაგურ მატჩში ფრანგულ რედ სტარს დაუპირისპირდა და 4-0 გაანადგურა.
მეცის შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა გიორგი წიტაიშვილმა, რომელმაც 38-ე წუთზე ანგარიში 2-0 გახადა.
გამარჯვებული გუნდიდან თავი ასევე საბალიმ, ბოკელე მპუტუმ და სანემ გამოიჩინეს.
დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია მეცის კიდევ ერთ ქართველ ახალწვეულ გიორგი აბუაშვილს.
წიტაიშვილი ლიგა 1-ის გუნდს კიევის დინამოდან ერთწლიანი იჯარის წესით შეუერთდა.