VIDEO: ზედიზედ მე-5 მოგება სერია ა-ში - კომომ პიზა გაანადგურა
22 მარ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია ა-ს 30-ე ტურში კომო საკუთარ მოედანზე პიზას დაუპირისპირდა.
შეხვედრაში მასპინძლებმა უპირატესობა მალევე მოიპოვეს და ანგარიშიც სწრაფი გოლით გაიხსნა.
მე-7 წუთზე ასან დიაომ დააწინაურა კომო, 29-ე წუთზე ანასტასიოს დუვიკასმა მიმდინარე სეზონში მე-11 გოლი გაიტანა და სხვაობა ორამდე გაზარდა.
მეორე ტაიმში სესკ ფაბრეგასის გუნდმა კიდევ 3 გოლის გატანა მოახერხა. 48-ე წუთზე მარტინ ბატურინამ გამოიჩინა თავი, 75-ე წუთზე სეზონში მე-10 გოლი ნიკო პასმა გაიტანა, 81-ე წუთზე კი მაქსიმო პერონემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
კომომ პიზა 5-0 გაანადგურა და სერია ა-ში ზედიზედ მე-5 გამარჯვება მოიპოვა. ფაბრეგასის გუნდმა ამ მოგებით 57 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილზე იმყოფება, მდევარ იუვენტუსთან სხვაობა 3 ქულაა.