ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი მოედანს უბრუნდება.
რომარიომ 58 წლის ასაკში კარიერის განახლება გადაწყვიტა და იმ კლუბში ითამაშებს, რომლის პრეზიდენტიცაა. საფეხბურთო კლუბი ამერიკა რიოს შტატის მეორე დივიზიონში თამაშობს.
ამავე გუნდში თამაშობს რომარიოს შვილი რომარინიოც.
"ჩემს საყვარელ გუნდში რამდენიმე თამაშს ჩავატარებ და კიდევ ერთ ოცნებას ავიხდენ, რაც ჩემს შვილთან ერთად თამაშია."
"ცოტა ათლეტსა და ფეხბურთელს აქვს იმის შანსი, რომ შვილთან ერთად ითამაშოს. მე კი 58 წლის ასაკში ისევ კარგ ფორმაში ვარ."
"იმედი მაქვს, ის პასს ხშირად მომცემს, რომ გოლები ისევ გავიტანო." - განაცხადა ლეგენდარულმა ბრაზილიელმა.
რომარიომ ბოლო პროფესიონალური მატჩი 2009 წელს სწორედ ამერიკას შემადგენლობაში ჩაატარა. ის ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონია, სელესაოში ჩატარებულ 70 მატჩში კი 55 გოლი აქვს გატანილი.
კომენტარები
1 დღის წინ
5 დღის წინ
16 დღის წინ
23 დღის წინ