კონფიდენციალურობის პოლიტიკა

შესავალი

პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ

რა მიზნით ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?

დამუშავების კანონიერი საფუძვლები

მონაცემების მოუწოდებლობის სავარაუდო შედეგები

„მზა-ჩანაწერების“ (Cookies) გამოყენება

როდის ვაზიარებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას

მონაცემების გადაცემა ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ

მონაცემების მესამე პირებზე გადაცემა

მესამე მხარის ბმულები

რა ვადით ინახავს „აჭარაბეთ არენა“ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

თქვენი უფლებები თქვენს პერსონალურ ინფორმაციაზე

თქვენი უფლებების შეზღუდვა

თქვენი მონაცემების უსაფრთხოება

კონტაქტი

ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში

გამოსაყენებელი სამართალი და დავების გადაწყვეტა

შეუსაბამობა ენობრივ ტექსტებს შორის

1. შესავალი

    ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიზანია, განგიმარტოთ თუ როგორ აგროვებს და იყენებს „აჭარაბეთ არენა“ (შპს "ეი ბი ჯორჯია" (ს/ნ: 405067304, მის.: საქართველო, თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, გ. ჩუბინაშვილის ქ. 55, შემდგომში - „აჭარაბეთ არენა“, „ჩვენ“/ „ჩვენი“ და ა.შ.) თქვენს შესახებ ინფორმაციას, ჩვენს ვებგვერდზე www.adjarabetarena.com (შემდგომში - „ვებგვერდი") სტუმრობისას, ვებგვერდზე ანგარიშის გახსნისას, ჩვენთან დაკავშირებისას ან სხვაგვარი ინტერაქციისას (შემდგომში - ერთობლივად მოხსენიებული ასევე, როგორც ჩვენი „სერვისები"). ამასთან, წინამდებარე პოლიტიკით შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით თქვენი უფლებების და მათი დაცვის საშუალებების შესახებ.
    ჩვენ ვიცავთ და პატივს ვცემთ თქვენი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, ასევე, უზრუნველვყოფთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობას ჩვენი სერვისებით სარგებლობისას.
    წინამდებარე პოლიტიკა რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის მიზნებისთვის, თქვენს პერსონალურ მონაცემებთან მიმართებით „აჭარაბეთ არენა" მოქმედებს, როგორც მონაცემთა „დამუშავებისათვის პასუხისმგებელი პირი".

2. პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ

    ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ ინფორმაციას, როდესაც ჩვენთან ურთიერთობთ და სარგებლობთ ჩვენი სერვისებით. ზოგ შემთხვევებში ეს ინფორმაცია ჩვენ მოგვეწოდება თქვენ მიერ - მაგალითად, როდესაც რეგისტრირდებით და იყენებთ ჩვენს სერვისებს ან გვიკავშირდებით. ზოგ შემთხვევაში მესამე პირები გვაწვდიან ინფორმაციას თქვენთან დაკავშირებით. დამატებით, კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად ან ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, ჩვენ შესაძლოა მონაცემები შევაგროვოთ საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, როგორიცაა ინტერნეტ საძიებო სისტემები და სხვა.

      ა. ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით

      რეგისტრაციის/ვერიფიკაციის ეტაპზე:
    • თქვენ მიერ ანგარიშის რეგისტრაციისას/შექმნისას ჩვენ გთხოვთ ისეთი პერსონალური ინფორმაციის მოწოდებას, როგორებიცაა: მობილურის ნომერი ან ელ.ფოსტის მისამართი (თქვენი არჩევანის შესაბამისად).
    • თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაცია და მასზე წვდომის დეტალები, მათ შორის, ისეთი უნიკალური იდენტიფიკატორი, როგორიცაა პაროლი.
    • რეგისტრაციის გავლის შემდეგ:
    • „პირადი ინფორმაციის" ველში თქვენ მიერ ნებაყოფლობით მითითებული ისეთი დამატებითი ინფორმაცია, როგორიცაა: სახელი/გვარი, დაბადების თარიღი, მომხმარებლის სახელი, ელ.ფოსტის მისამართი/მობილურის ნომერი.
    • ცალკეული მომსახურების (მაგ., მარკეტინგულ აქციაში მონაწილეობის, ან შემდეგ გამარჯვების შემთხვევაში, პრიზის) მისაღებად, საჭიროების შემთხვევაში, თქვენ მიერ მოწოდებული ისეთი დამატებითი ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი პირადი ნომერი, პირადობის მოწმობის ფოტო ან/და საბანკო რეკვიზიტების ამონაწერი.
    • ჩვენ ასევე ვაგროვებთ ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელსაც თქვენ უშუალოდ გვიზიარებთ. მაგალითად, ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, როდესაც თქვენ გვიკავშირდებით მესამე მხარის სოციალური მედიის პლატფორმების საშუალებით, ითხოვთ სერვისებთან დაკავშირებით დახმარებას ან სხვაგვარად გვიკავშირდებით.

      ბ. თქვენ მიერ ჩვენი სერვისებით სარგებლობის შესახებ ინფორმაცია

      თქვენ მიერ ჩვენი სერვისებით სარგებლობისას, ჩვენ შეიძლება ავტომატურად შევაგროვოთ გარკვეული ტექნიკური ინფორმაცია, მათ შორის:
    • ლოგირების/წვდომისა და გამოყენების შესახებ ინფორმაცია (Log and Usage Information): ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენს მიერ ჩვენს სერვისებზე წვდომასთან და გამოყენებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ბრაუზერის ტიპი, აპლიკაციის ვერსია, წვდომის დრო, ნანახი გვერდები, IP მისამართი.
    • მოწყობილობის შესახებ ინფორმაცია (Device Information): ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას იმ მოწყობილობების შესახებ, რომლებსაც თქვენ იყენებთ ჩვენს სერვისებზე წვდომისათვის, მათ შორის, მოდელი, ოპერატიული სისტემა და ვერსია, მოწყობილობის უნიკალური იდენტიფიკატორები და მობილური ქსელის შესახებ ინფორმაცია.
    • „მზა-ჩანაწერების" (Cookies) და მსგავსი tracking ტექნოლოგიების გამოყენებით შეგროვებული ინფორმაცია: ჩვენ (ასევე ჩვენი სერვისის პროვაიდერები და პარტნიორები) ვიყენებთ სხვადასხვა ტექნოლოგიებს, მათ შორის, „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) ინფორმაციის შესაგროვებლად

      გ. ინფორმაცია, რომელსაც მოვიპოვებთ სხვა წყაროებიდან

      თქვენ შესახებ ინფორმაცია ჩვენ ასევე შეიძლება მოვიპოვოთ სხვა წყაროებიდან. მაგალითად, თქვენ შესახებ ინფორმაცია ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ მესამე პირებისაგან, მათ შორის და არა მხოლოდ, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან.
      გარდა ამისა, თუ თქვენ ანგარიშს შექმნით ან მასზე „დალოგინდებით"/შეხვალთ სოციალური მედიის პლატფორმის გამოყენებით (როგორიცაა Facebook), შესაბამისი სოციალური პლატფორმის მიერ დადგენილი ავტორიზაციის პროცედურების შესაბამისად, ჩვენ გვექნება წვდომა ამ პლატფორმიდან გარკვეულ ინფორმაციაზე, მათ შორის, თქვენს სახელზე, ელექტრონული ფოსტის მისამართსა და პროფილის სურათზე.
      გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ როდესაც თქვენ გვაწვდით პერსონალურ ინფორმაციას სოციალური მედიის პლატფორმის საშუალებით (მაგალითად, საიტზე „ლოგინდებით"/შედიხართ სოციალური მედიის ანგარიშის გამოყენებით), თქვენ მიერ მოწოდებული პირადი ინფორმაცია შეიძლება დამოუკიდებლად/ცალკე შეგროვდეს სოციალური მედიის პლატფორმის მიერ. გთხოვთ, გაეცნოთ შესაბამისი სოციალური მედიის პლატფორმის კონფიდენციალურობის პოლიტიკას მათი მონაცემთა დაცვის პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მისაღებად. ასევე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ „დალოგინებული"/შესული ხართ თქვენი სოციალური მედიის ანგარიშზე და პარალელურად სტუმრობთ ჩვენს სერვისებს, სოციალური მედიის პლატფორმა შეიძლება ასევე თვალყურს ადევნებდეს ჩვენს სერვისებთან დაკავშირებულ თქვენ აქტივობებს.

      დ. ინფორმაცია მესამე პირების შესახებ

      თუ თქვენ გვაწვდით პერსონალურ ინფორმაციას სხვა პირის შესახებ, ამ პირის ნებართვის გარეშე აღნიშნული არ განახორციელოთ. როდესაც ინფორმაცია მოგვეწოდება თქვენ მიერ სხვის შესახებ, ან სხვა პირი გვიმჟღავნებს ინფორმაციას თქვენ შესახებ, აღნიშნული შესაძლოა დაემატოს ჩვენს ხელთ უკვე არსებულ მონაცემებს და მისი გამოყენება მოხდება წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
      „აჭარაბეთ არენას" მიერ შეგროვებული მონაცემების ზემოაღნიშნული ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და შესაძლოა თქვენ მოგეთხოვოთ სხვა ინფორმაციის წარმოდგენაც, თუ „აჭარაბეთ არენა" აღნიშნულის განხორციელებას მიიჩნევს სამართლიანად და აუცილებლად.

3. რა მიზნით ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?

    „აჭარაბეთ არენა" ღია და გამჭვირვალეა თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების მიზნებსა და საფუძვლებთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, თქვენი მონაცემების შეგროვება და დამუშავება არსებითია თქვენ მიერ არჩეული სერვისისა და პროდუქტის თქვენთვის მოსაწოდებლად. დამატებით, თქვენი მონაცემები გამოიყენება თქვენ მიერ ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების გამოყენების გამოცდილების პერსონიფიცირებისთვის და გასაუმჯობესებლად, მათ შორის, იმ კონტენტის ჩვენებისთვის, რომელიც, ჩვენი აზრით, სავარაუდოდ თქვენთვის საინტერესო იქნება. ჩვენ ასევე შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენ მიერ შეგროვებული ინფორმაცია, მათ შორის, შემდეგი მიზნებისათვის:
  • სერვისების, სიახლეების, კონტენტისა და ინფორმაციის მოსაწოდებლად, რომელმაც, ჩვენი აზრით, შეიძლება დაგაინტერესოთ;
  • თქვენს შეკითხვებზე საპასუხოდ და თქვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მოსაწოდებლად, აგრეთვე, კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმებით დასამყარებლად, მათ შორის, ელექტრონული ფოსტისა და სერვისთან დაკავშირებული სხვაგვარი შეტყობინებების საშუალებით (alerts, notification of events);
  • მარკეტინგისა და რეკლამის მიზნებისათვის;
  • პერსონალიზებული რეკლამისა და კონტენტის, მათ შორის, ტექსტური და აუდიო-ვიზუალური რეკლამებისა და კონტენტის მისაწოდებლად;
  • თქვენთან დადებული ხელშეკრულების შესასრულებლად;
  • იმ მესამე პირებთან ურთიერთობების სამართავად, გასაუმჯობესებლად და მხარდასაჭერად, რომლებთან გვაქვს ჩვენს სერვისებთან დაკავშირებით კონტრაქტი, მათ შორის, კონტრაქტორებთან/მომწოდებლებთან, პარტნიორებთან, აფილირებულ პირებთან, შვილობილ კომპანიებთან და ბიზნეს პარტნიორებთან;
  • სერვისების მხარდაჭერის, გაუმჯობესების, საჭიროებებზე მორგებისა ან ადმინისტრირების მიზნებისათვის, ბიზნესის ანალიზის ან ჩვენი სერვისების ხარისხის გასაუმჯობესებლად სხვა შიდა მიზნებისათვის, აგრეთვე, ტექნიკური პრობლემების გადასაჭრელად, უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად ან სხვა პროდუქტებისა და სერვისების განვითარების მიზნით;
  • ჩვენს წესებსა და პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
  • ბიზნეს ანალიტიკისა და intelligence-ის განხორციელების მიზნებისათვის, როგორიცაა ჩვენი სერვისების ტრაფიკის მონიტორინგი, რეკლამის ჩვენებების დათვლა (counting ad impressions) და სამართლებრივი და მარეგულირებელი შესაბამისობის აუდიტი;
  • ჩვენი სერვისების, მონაცემთა ბაზებისა და სხვა ტექნოლოგიური აქტივების, ჩვენი ბიზნესის უსაფრთხოებისა და მთლიანობის შესანარჩუნებლად, მათ შორის, თაღლითობის თავიდან აცილების, უსაფრთხოების დარღვევების გამოვლენისა და დამრღვევთა პასუხისმგებლობაში მიცემისათვის;
  • ჩვენი სერვისების ფუნქციონირებაში არსებული შეცდომების იდენტიფიცირებისა და გამოსწორებისათვის;
  • ჩვენი ისეთი ზოგიერთი ან მთელი აქტივების შერწყმის, განკარგვის, რესტრუქტურიზაციის, რეორგანიზაციის, დაშლის ან სხვაგვარად გაყიდვის ან გადაცემის შესაფასებლად ან განსახორციელებლად, რომელიც ასევე მოიაზრებს პერსონალური მონაცემების გადაცემას/ტრანსფერს;
  • მოქმედი კანონმდებლობის/რეგულაციების შესასრულებლად და კანონიერ მოთხოვნებზე საპასუხოდ; ან/და
  • ნებისმიერი სხვა მიზნისთვის, რომელის თაობაზეც თქვენ გეცნობებათ თქვენგან ინფორმაციის შეგროვების დროს ან/და თქვენი თანხმობის შესაბამისად.

4. დამუშავების კანონიერი საფუძვლები

    პერსონალური მონაცემების დაცვის მომწესრიგებელი კანონმდებლობით, ჩვენ გვევალება მივუთითოთ სპეციალური სამართლებრივი საფუძვლები, რომლებსაც ვეყრდნობით თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას. ჩვენ ვეყრდნობით სხვადასხვა საფუძველს სხვადასხვა სახის დამუშავებისას:

    ა. ხელშეკრულების საფუძველზე - როდესაც დამუშავება აუცილებელია იმ ხელშეკრულების შესასრულებლად, რომლის მხარესაც თქვენ წარმოადგენთ. ჩვენი წესები და პირობები, რომლებსაც დაეთანხმეთ რეგისტრაციის ეტაპზე, ითვალისწინებენ ხელშეკრულების პირობებს და სერვისების ჩამონათვალს, რომელსაც ჩვენ გაწვდით:

  • რათა თქვენთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი სერვისი, როგორც ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი;
  • რათა მოგაწოდოთ ონლაინ კონტენტი, მოგაწოდოთ ინფორმაცია მათ შესახებ და მოვახდინოთ რეაგირება თქვენს თხოვნებსა და კითხვებზე;
  • „სერვისის ადმინისტრირების მიზნებისთვის", როგორიცაა პაროლის შეხსენება, მომსახურებასთან დაკავშირებული შეტყობინებები, მაგალითად, ვებგვერდის გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება, წესებისა და პირობების, ასევე კონფიდენციალურობის პოლიტიკის დოკუმენტის განახლება.


  • ბ. თქვენი განცხადების განსახილველად (თქვენთვის მომსახურების გასაწევად) - როდესაც მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენ მიერ ვებგვერდზე არსებული ისეთი სერვისით სარგებლობისთვის, რომელიც საჭიროებს თქვენთან დაკავშირებული ცალკეული მონაცემების დამუშავებას.

    გ. ლეგიტიმური ინტერესების საფუძველზე - თქვენი მონაცემების დამუშავება აუცილებელია ქვემოთ მითითებული მიზნებისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი
    • თქვენი გამოცდილების პერსონიფიცირებისთვის;
    • ჩვენი სერვისებისა გაუმჯობესებისთვის;
    • შემოგთავაზოთ მომხმარებლისთვის ყველაზე მეგობრული ონლაინ ნავიგაციის გამოცდილება;
    • ანალიზისა და კვლევის მიზნებისთვის, რათა გავაუმჯობესოთ თქვენთვის შემოთავაზებული მომსახურება;
    • ახალი პროდუქტების, სისტემების ან სერვისების გამოსაცდელად და არსებული სისტემის განახლებების შესამოწმებლად;
    • მარკეტინგის ეფექტურობის შესაფასებლად, მარკეტინგული კვლევის და ტრენინგის განსახორციელებლად;
    • მომხმარებელთა ქცევის მოდელირებისთვის, სტატისტიკური და ტრენდ ანალიზისთვის, სერვისებისა და პროდუქტების გაუმჯობესების მიზნით;
    • თქვენთან დასაკავშირებლად და უკუკავშირისთვის;
    • ჩვენი სერვისების ირგვლივ თქვენთან დასაკავშირებლად, მაგალითად, მობილურით, ელექტრონული ფოსტით ან სოციალური მედიის საშუალებით;
    • მოსაწვევად, რომ მონაწილეობა მიიღოთ მომხმარებლის კვლევებში, კითხვარებსა და სხვა მარკეტინგული კვლევის ღონისძიებებში, რომლებსაც ახორციელებს „აჭარაბეთ არენა" ან სხვა ორგანიზაციები ჩვენი სახელით (ჩვენ მარკეტინგულ კვლევებს ვატარებთ სერვისის გასაუმჯობესებლად, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მონაწილეობა გამოკითხვებში სავალდებულო არ არის);
    • პასუხი გავცეთ თქვენს კითხვებსა და პრეტენზიებს;
    • ავირიდოთ თავიდან და გამოვავლინოთ ნებისმიერი აქტივობა, რომელიც არღვევს „აჭარაბეთ არენას" წესებსა და პირობებს.

    დ. კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად

    როდესაც საჭიროა იმ გამოსაყენებელი სამართლით დაკისრებული მოვალეოებების შესასრულებლად, რომელიც ჩვენზე ვრცელდება.
    ე. თქვენი თანხმობის საფუძველზე
    პირდაპირი მარკეტინგი - პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თქვენ მიერ წინასწარ გაცხადებული თანხმობის საფუძველზე, ჩვენ გამოგიგზავნით რელევანტურ შეთავაზებებსა და სიახლეს ჩვენს პროდუქტებსა და სერვისებთან დაკავშირებით რამოდენიმე საშუალებით, მათ შორის, ელექტრონული ფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით, "Push" ნოტიფიკაციებით, მობილურზე დარეკვით, ფოსტით, სოციალური მედიის მიზნობრივი მარკეტინგით.
    თანხმობის გამოხმობა - თქვენ უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს გამოიხმოთ თქვენ მიერ გაცემული თანხმობა თქვენი მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავებაზე. თუ არ გსურთ მიიღოთ მარკეტინგული კომუნიკაციები, შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი თანხმობის გამოთხოვა:
    • თქვენ მიერ მიღებულ ნებისმიერ მარკეტინგულ შეტყობინებაში მოწოდებული თანხმობის გახმობის ფუნქციონალის (მაგალითად, "Unsubscribe", "SMS OFF") გამოყენებით;
    • დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთა მომსახურების ჯგუფს ცხელი ხაზის ნომერზე ან ელექტრონულ ფოსტის მეშვეობით: ცხელი ხაზი: +995 32 2971012, ელ. ფოსტა: [email protected].

    • ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ არსებული მონაცემები მესამე პირების კუთვნილ გვერდებზე (მაგალითად, Facebook, Google, Instagram, და სხვა) თქვენთვის რელევანტური მარკეტინგული შეტყობინების გამოსაჩენად. თუ არ გსურთ ჩვენგან მიზნობრივი მარკეტინგული შეტყობინებების მიღება, მესამე პირების გვერდები საშუალებას იძლევა, მოითხოვოთ კონკრეტული მარკეტინგული აქტივობების განმახორციელებლებისგან სამომავლო შეტყობინებების მიღების გათიშვა.

5. მონაცემების მოუწოდებლობის სავარაუდო შედეგები

    გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ გადაწყვეტთ არ მოგვაწოდოთ პერსონალური მონაცემები, შესაძლოა ხელი შეგვეშალოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების, ასევე, ხელშეკრულების შესრულებაში, ან სერვისის მოწოდებაში, რომელიც აუცილებელია თქვენ მიერ ანგარიშით სარგებლობისთვის.
    პერსონალური მონაცემების მოუწოდებლობისას „აჭარაბეთ არენამ" შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება თქვენთვის პროდუქტებისა და სერვისების მიუწოდებლობის შესახებ.

6. „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) გამოყენება

7. როდის ვაზიარებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას

    ჩვენ არ ვაზიარებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას „აჭარაბეთ არენას“ გარეთ მესამე პირებთან. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ თქვენს მონაცემებს ვუზიარებთ მესამე პირებს, რომლებიც გაწვდიან მომსახურებას ჩვენი სახელით, ასევე, სხვა მესამე პირებს - კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეოებების შესრულების პროცესში და/ან მომხმარებლებისთვის შეთავაზებული ჩვენი სერვისების გაუმჯობესების მიზნებისთვის. გაზიარების შემთხვევაშიც კი, ჩვენ უზრუნველვყოფთ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს მხოლოდ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში გათვალისწინებული მიზნებისთვის.
    ჩვენ შესაძლოა მესამე პირებს პერსონალური ინფორმაცია გავუზიაროთ შემდეგ შემთხვევებში:
  • როდესაც მოგეწოდებათ სერვისები ან/და გეცნობებათ აღნიშნული სერვისების ფუნქციონირებასა და მახასიათებლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებებისა თუ გაუმჯობესებების შესახებ;
  • „აჭარაბეთ არენას“ მიერ კანონისმიერი მოვალეობებისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტიანად შესრულებისა და რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის;
  • მარეგულირებელი ორგანოს მიერ ან/და გამოსაყენებელ სამართალში არსებული რომელიმე დებულებით ასეთის დავალდებულების შემთხვევაში;
  • ჩვენი სამართლებრივი უფლებების დადგენის, განხორციელების ან დაცვისთვის;
  • მომსახურების მომწოდებლებთან, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ჩვენი სერვისების თქვენთვის მოწოდება, მაგალითად, კომპანიებთან, რომლებიც დახმარებას გვიწევენ ტექნოლოგიურ სერვისებში, მონაცემების შენახვასა და გაერთიანებაში, ან ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების ონლაინ რეკლამის გავრცელებაში;
  • გარე აუდიტორებთან, რომლებმაც შესაძლოა ჩაატარონ დამოუკიდებელი შემოწმება;
  • ორგანიზაციასთან, რომელსაც ჩვენ მივყიდით ან გადავცემთ (ან ჩავერთვებით გაყიდვის ან გადაცემის მოლაპარაკებებში) ჩვენს საწარმოს ან თქვენთან არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე რომელიმე უფლებას ან ვალდებულებას. თუ გადაცემა ან ნასყიდობა შედგება, პერსონალური მონაცემების მიმღებ ორგანიზაციას შეეძლება თქვენი მონაცემების დამუშავება იგივენაირად, როგორც ჩვენ ვამუშავებთ;
  • ჩვენს ნებისმიერ სამართალმემკვიდრეს.

8. მონაცემების გადაცემა ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ

    როგორც უკვე აღინიშნა, იმაზე დაყრდნობით, თუ რომელ პროდუქტს აირჩევთ, ჩვენ შესაძლოა თქვენი მონაცემების გაზიარება დაგვჭირდეს მესამე პირებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ სერვისის მოწოდებას. ამას გარდა, იმის გამო, რომ ინტერნეტი გლობალურ საინფორმაციო სივრცეს წარმოადგენს, ინტერნეტის გამოყენებით მონაცემთა შეგროვება და დამუშავება გარდაუვლად ითვალისწინებს მონაცემების საერთაშორო დონეზე გადაცემას.
    თქვენი მონაცემების სხვა ქვეყნებში გადაცემის შემთხვევაში ჩვენ უზრუნველვყოფთ პერსონალურ მონაცემთა გადაცემის შესახებ სათანადო შეთანხმების გაფორმებას, რომელიც ითვალისწინებს შესაბამის ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს თქვენი პერსონალურ მონაცემების სათანადო დაცვისთვის.

9. მონაცემების მესამე პირებზე გადაცემა

    „აჭარაბეთ არენამ" შესაძლოა გაუზიაროს მონაცემები მესამე პირებს ან მესამე პირებისგან მოიპოვოს თქვენ შესახებ ინფორმაცია თუ ეს აუცილებელია მომსახურების ჯეროვნად შესრულებისათვის, განსაზღვრულია კანონმდებლობით ან/და ემსახურება „აჭარაბეთ არენას" ლეგიტიმურ კომერციულ მიზანს. ამგვარ მესამე პირებს, მათ შორის, შესაძლოა განეკუთვნებოდნენ: „აჭარაბეთ არენას" პარტნიორი კომპანიები, საზედამხედველო, მაკონტროლებელი ან/და სარეგისტრაციო ორგანოები და „აჭარაბეთ არენას" კონტრაქტორები.
    იმ შემთხვევაში თუ „აჭარაბეთ არენა" განახორციელებს მონაცემების მესამე პირებისათვის გადაცემას, მათ შორის ინფორმაციის სხვა ქვეყნის რეზიდენტი პირ(ებ)ისათვის გადაცემას, აღნიშნული ქმედების შესრულებისას მიღებული იქნება უსაფრთხოების ყველა ის გონივრული ზომა, რაც შესაბამისობაშია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებთან.

10. მესამე მხარის ბმულები

    ჩვენი სერვისები შეიძლება შეიცავდეს სხვა ვებგვერდების, აპლიკაციების ან სერვისების ბმულებს, რომლებიც არ არის ჩვენს საკუთრებაში ან კონტროლის ქვეშ, მათ შორის, სოციალური მედიის პლატფორმების ბმულები, ან შეიძლება გამისამართებდეთ ჩვენი სერვისებიდან სხვა პლატფორმებზე ინფორმაციის ან სხვა სერვისებისთვის. ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვრცელდება მხოლოდ ჩვენი სერვისების გამოყენების შედეგად შეგროვებულ ინფორმაციაზე. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი სხვა ვებგვერდების, აპლიკაციების ან სოციალური მედიის პლატფორმების მონაცემთა დაცვისა და უსაფრთხოების პრაქტიკებზე/სტანდარტებზე ან მათ მიერ შეგროვებულ ინფორმაციაზე (რომელიც შეიძლება შეიცავდეს IP მისამართს ან მოწყობილობის იდენტიფიკატორებს). მესამე მხარეების მონაცემთა დაცვის პრაქტიკებისა და სტანდარტების გასაცნობად, გთხოვთ მიმართოთ მათ ვებგვერდებზე განთავსებულ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამის დოკუმენტებს.

11. რა ვადით ინახავს „აჭარაბეთ არენა“ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

    ჩვენ თქვენს მონაცემებს შევინახავთ მხოლოდ იმ ვადით, რაც გონივრულად აუცილებელია წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული მონაცემთა დამუშავების კონკრეტული მიზნების მისაღწევად და ჩვენზე დაკისრებული სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად.
    ჩვენ ვინახავთ მონაცემებს მანამდე, სადამდეც თქვენ ხართ აქტიური მომხმარებელი. როდესაც აღარ იქნებით ჩვენი მომხმარებელი [ე.ი.ანგარიშის დახურვის შემთხვევაში], მონაცემებს შევინახავთ ჩვენს სისტემაში იმ ვადით, რაც აუცილებელია კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.

12. თქვენი უფლებები თქვენს პერსონალურ ინფორმაციაზე

    კანონმდებლობის საფუძველზე და რიგი წინაპირობების შესაბამისად, თქვენ გაქვთ არაერთი უფლება იმ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩვენ ვამუშავებთ თქვენს შესახებ.
      კერძოდ, თქვენ უფლება გაქვთ:
    • მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, კერძოდ, რა მონაცემები მუშავდება, რა არის მათი დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი, ინფორმაცია მონაცემთა შეგროვების წყაროსა და მონაცემთა გადაცემის შესახებ;
    • გაეცნოთ თქვენ შესახებ ჩვენთან დაცულ მონაცემებს და მიიღოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების/ჩანაწერების ასლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
    • მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;
    • მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება;
    • მოითხოვოთ მონაცემთა დაბლოკვა;
    • ნებისმიერ დროს გაითხოვოთ/უარი თქვათ მონაცემთა დამუშავების თაობაზე თქვენს მიერ გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოთ მის საფუძველზე დამუშავებული მონაცემების წაშლა. ჩვენ შევწყვეტთ მონაცემთა დამუშავებას და წავშლით უკვე დამუშავებულ მონაცემებს, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი;
    • თუ მონაცემთა დამუშავების საფუძველს წარმოადგენს თქვენი თანხმობა და ეს ტექნიკურად შესაძლებელია, მოითხოვოთ თქვენ მიერ ჩვენთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემების პორტირება ანუ სტუქტურიზებული, გამოყენებადი და ელექტრონული ფორმით მიღება ან მათი სხვა დამმუშავებისათვის პასუხისმგებელი პირისათვის გადაცემა;
    • ავტომატიზირებული საშუალებებით თქვენ შესახებ ისეთი გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც თქვენთვის წარმოშობს სამართლებრივ, ფინანსურ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის შედეგს, მოითხოვოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადამიანური რესურსის ჩართულობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ავტომატიზირებული საშუალებებით მონაცემთა დამუშავება ხორციელდება თქვენი თანხმობით, აუცილებელია ხელშეკრულების დასადებად/შესასრულებლად ან გათვალისწინებულია კანონით;
    • თქვენი უფლებების დარღვევის შემთხვევაში მოგვმართოთ ჩვენ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან/და სასამართლოს.
    ამ უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ წინამდებარე მე-15 მუხლის შესაბამისად.

13. თქვენი უფლებების შეზღუდვა

    პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული თქვენი უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, ამით არ ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ეს არის აუცილებელი და პროპორციული ზომა დემოკრატიულ საზოგადოებაში და ამ უფლებების განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:
    • სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს;
    • საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;
    • დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას;
    • ქვეყნის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს;
    • მონაცემთა სუბიექტის მიერ პროფესიული, მათ შორის, რეგულირებადი პროფესიის, ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას;
    • კანონმდებლობით დადგენილ ცალკეულ სფეროებში მარეგულირებელი ან/და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას;
    • თქვენი ან სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას;
    • სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას;
    • სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას.
    ამდენად, ვმოქმედებთ რა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ცალკეულ შემთხვევებში, ჩვენ შეიძლება შევზღუდოთ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული თქვენი უფლებები. თქვენი უფლებების შეზღუდვის ზომას ჩვენ გამოვიყენებთ მხოლოდ შეზღუდვის მიზნის ადეკვატური და პროპორციული მოცულობით.

14. თქვენი მონაცემების უსაფრთხოება

    ჩვენთვის პრიორიტეტია იმ პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების დაცვა, რომელებსაც გვანდობთ. საამისოდ, ჩვენ პერიოდულად ვანახლებთ და ვნერგავთ უსაფრთხოების ისეთ ზომებსა და სტანდარტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის დაცვას. ჩვენ ვიღებთ ყველა გონივრულ ზომას, მათ შორის, უსაფრთხოების ფიზიკური, ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების სახით, რათა თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს დაცულად, წინამდებარე პოლიტიკისა და მონაცემთა დაცვის სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ დანერგილი გვაქვს ფიზიკური, ტექნოლოგიური და პროცედურული კონტროლის მექანიზმები, რათა დავიცვათ თქვენი მონაცემები არაავტორიზებული წვდომისგან, გამოყენებისგან, გადაცემისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან.
    ჩვენი თანამშრომლები სათანადოდ არიან ინფორმირებული და იცავენ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პოლიტიკებსა და პროცედურებს, კანონმდებლობისა და შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების შესაბამისად.

15. კონტაქტი

    ნებისმიერი საკითხის/პრეტენზიის დასაფიქსირებლად თქვენ შეგიძლიათ მოგვმართოთ „აჭარაბეთ არენას“ ოფიციალური Facebook გვერდის საშუალებით ან მეილზე: [email protected]

16. ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში

    ჩვენ შესაძლოა პერიოდულად განვაახლოთ წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი, რათა მასში ავსახოთ ჩვენს საქმიანობასა და მის მომწესრიგებელ რეგულაციებში განხორციელებული ცვლილებები. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში, დოკუმენტში შესაძლოა შევიტანოთ ტექნიკური ხასიათის ცვლილებები/შესწორებები.
    წინამდებარე პოლიტიკაში მნიშვნელოვანი და არსებითი ხასიათის ცვლილებების (მაგალითად, მონაცემთა დამუშავების მიზნების ცვლილება, დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის ვინაობის ცვლილება, მონაცემთა სუბიექტის უფლებების განხორციელების გზების ცვლილება და სხვა) შეტანის თაობაზე გეცნობებათ ჩვენთან რეგისტრირებული თქვენი ანგარიშის „ინბოქსში" შეტყობინების გზით.
    რაც შეეხება არაარსებით ან უმნიშვნელო ხასიათის ცვლილებებს (მაგალითად, ტიპოგრაფიული შეცდომების გამოსწორება, სტილისტური განახლებები, მცირე დაზუსტებები და სხვა), ისინი აისახება განახლებულ პოლიტიკის დოკუმენტში, რომელიც ცვლილების თარიღის მითითებით გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე.
    იმაზე ინფორმაციის მისაღებად, თუ როგორ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, გირჩევთ, პერიოდულად გადაამოწმოთ წინამდებარე პოლიტიკა, რომლის ბოლო განახლების თარიღიც შეგიძლიათ იხილოთ დოკუმენტის ქვედა ნაწილში. კონფიდენციალურობის პოლიტიკის წინა ვერსიები ასევე გამოქვეყნებულია ვერბგვერდზე.

17. გამოსაყენებელი სამართალი და დავების გადაწყვეტა

    წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
    მხარეთა შორის კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით წარმოშობილი ან მასთან დაკავშირებული დავა განსახილველად გადაეცემა საქართველოს საერთო სასამართლოებს ექსკლუზიურად.

18. შეუსაბამობა ენობრივ ტექსტებს შორის

    წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის ქართულ და სხვა ენებზე თარგმნილ ტექსტებს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ქართულ ტექსტს.

განახლების თარიღი: 17.02.2025