„მზა-ჩანაწერების“ (Cookie) პოლიტიკა

შესავალი

რა არის „მზა-ჩანაწერები“ (Cookies)?

როგორ და რა მიზნით ვიყენებთ „მზა-ჩანაწერებს“?

რა ტიპის „მზა-ჩანაწერებს“ ვიყენებთ ვებგვერდზე?

რა მოხდება თუკი გამოვრთავ „მზა-ჩანაწერებს“?

როგორ შევცვალო ჩემი „მზა-ჩანაწერების“ პარამეტრები?

ცვლილებები „მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკაში

1. შესავალი

აჭარაბეთ არენა“ პატივს სცემს თქვენი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და იცავს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. თქვენი გამოცდილების მუდმივი პერსონლიზებისა და გაუმჯობესებისათვის, ჩვენი ვებგვერდი - www.adjarabetarena.com იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies) ან/და სხვა მსგავს ტექნოლოგიებს. შესაბამისად, ჩვენი ვებგვერდის პროდუქტებითა და სერვისებით სარგებლობისას, „აჭარაბეთ არენამ“ შეიძლება შეაგროვოს თქვენი მოწყობილობების შესახებ ინფორმაცია „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ან/და სხა მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებით.
აღნიშნული „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკის (შემდგომში - „მზა-ჩანაწერების პოლიტიკა“) მიზანია, აგიხსნათ თუ რას წარმოადგენს „მზა-ჩანაწერები“ (Cookies) და გაცნობოთ, თუ რომელ „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies) იყენებს აჭარაბეთი (შემდგომში - „ჩვენ“, „ჩვენი“ და ა.შ.) ვებგვერდზე - www.adjarabetarena.com (შემდგომში - „ ჩვენი ვებგვერდი“).
გთხოვთ, გამონახოთ დრო „მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკის გასაცნობად, რომელიც შინაარსობრივად ავსებს და აზუსტებს ჩვენს ზოგად კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

2. რა არის „მზა-ჩანაწერები“ (Cookies)?

მზა-ჩანაწერები“ (Cookies) გახლავთ მცირე ზომის მოცულობის ინფორმაციის შემცველი პატარა ტექსტური ფაილები, რომლებიც იგზავნება და მახსოვრდება თქვენს კომპიუტერში, სმარტფონში ან სხვა მოწყობილობაში, როდესაც ეწვევით ვებგვერდს. „მზა- ჩანაწერები“ შემდეგ უკან მიეწოდება წარმომშობ ვებგვერდს ყოველი მომდევნო ვიზიტისას, ან - სხვა ვებგვერდს, რომელიც აღიქვამს „მზა-ჩანაწერებს“. ისეთი და სხვა მსგავი ტექნოლოგიები, მათ შორის, როგორებიცაა “Web Beacons”, “Pixel Tags”, “Clear GIFs“ ან “Flash Cookies” მუშაობს ანალოგიურად და ინფორმაციას ინახავს სურათების, “GIF”-ებისა ან “Plug-in”-ების საშუალებით.
აღნიშნულ „მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკაში „მზა-ჩანაწერებსა“ და სხვა მსგავს ტექნოლოგიებს ერთობლივად მოვიხსენიებთ, როგორც „მზა-ჩანაწერებს“.

3. როგორ და რა მიზნით ვიყენებთ „მზა-ჩანაწერებს“?

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერებს“ ჩვენს ვებგვერდზე თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად და ჩვენი ვებგვერდის ფუნქციონალების გამოყენების ხელშესაწყობად, თქვენი პრეფერენციების დასადგენად, ასევე, ვებ-ანალიტიკისა და მარკეტინგული მიზნებისთვის. ზოგიერთი ტიპის „მზა-ჩანაწერი“ არსებითად აუცილებელია ჩვენი ვებგვერდის ფუნქციონირებისთვის, ხოლო სხვა ტიპის „მზა- ჩანაწერები“ გვეხმარება სერვისების გაუმჯობესებაში.
„მზა-ჩანაწერებს“ ჩვენს ვებგვერდზე ვიყენებთ სხვადასხვა მიზნებისათვის, რომლებიც მოიცავს, მაგრამ არ შემოფარგლება, შემდეგს:
  • საშუალება მივცეთ მომხმარებელს შევიდეს აჭარაბეთ არენას ანგარიშზე;
  • მოხდეს ანგარიშის მფლობელის მიერ უპირატესობამინიჭებული/არჩეული პარამეტრის იდენტიფიცირება, რათა ის ავტომატურად იქნეს მინიჭებული მომხმარებლის მიერ ჩვენს ვებგვერდზე დაბრუნებისას;
  • ჩვენი ვებგვერდის დატვირთულობის გასაანალიზებლად, რათა აჭარაბეთს საშუალება მიეცეს განახორციელოს შესაფერისი გაუმჯობესებები;

თუკი „მზა-ჩანაწერები“ შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, მაშინ დამუშავებაზე ასევე ვრცელდება ჩვენი ზოგადი კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

4. რა ტიპის „მზა-ჩანაწერებს“ ვიყენებთ ვებგვერდზე?

მზა-ჩანაწერები“, რომლებსაც შესაძლოა ვიყენებთ ჩვენს ვებგვერდზე, შეიძლება დაიყოს სხვადასხვა კატეგორიებად/ტიპებად მათი ხანგრძლივობის, წარმოშობის (წყაროს) და მიზნობრიობის მიხედვით, შემდეგნაირად:
    მზა-ჩანაწერების“ ტიპები
  1. ხანგრძლივობის მიხედვით
    • სესიის „მზა-ჩანაწერები“ (Session Cookies) - დროებითია და წყვეტენ არსებობას ბრაუზერის დახურვის შემდეგ (ან თქვენი სესიის დასრულების შემდეგ).
    • მუდმივი „მზა-ჩანაწერები“ (Persistent Cookies) - თქვენს მოწყობილობაზე არსებობას განაგრძობენ უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში - მას შემდეგაც, რაც მომხმარებლები დახურავენ ბრაუზერის სესიას.
  2. წარმოშობის (წყაროს) მიხედვით
    • პირველი მხარის „მზა-ჩანაწერები“ (First-party Cookies) - განთავსებულია თქვენს მოწყობილობაზე უშუალოდ იმ ვებგვერდის მიერ, რომელსაც სტუმრობთ.
    • მესამე მხარის „მზა-ჩანაწერები“ (Third-party Cookies) - არის „მზა- ჩანაწერები“, რომლებიც განთავსებულია თქვენს მოწყობილობაზე, არა იმ ვებგვერდის მიერ, რომელსაც სტუმრობთ, არამედ საამისოდ ავტორიზებული/უფლებამოსილი მესამე მხარეების მიერ; ასეთი შეიძლება იყოს ის „მზა-ჩანაწერები“, რომლებიც ჩვენს ვებგვერდზე დაყენებულია ჩვენი კონტრაქტორების/მომწოდებლების/მომსახურების პროვაიდერების მიერ.
  3. მიზნობრიობის მიხედვით
    • არსებითად აუცილებელი „მზა-ჩანაწერები (Strictly Necessary Cookies) - აღნიშნული „მზა-ჩანაწერები“ არსებითია ჩვენი ვებგვერდის მუშაობისა და გამოყენებისათვის. ისინი უზრუნველყოფენ თქვენ მიერ მოთხოვნილი კონტენტის, პროდუქტებისა და სერვისების მოწოდებას. აღნიშნული ტიპის „მზა-ჩანაწერები“ გამოიყენება სხვადასხვა მიზნობრიობით, მათ შორის, ჩვენს ვებგვერდზე ავტორიზაციის/log-in ფუნქციის უზრუნველსაყოფად;
      ეს „მზა-ჩანაწერები“ საჭიროა ჩვენი ვებგვერდის გამართულად ფუნქციონირებისთვის. თქვენ შესაძლოა გქონდეთ ამ „მზა-ჩანაწერების“ თქვენს მოწყობილობასა და ბრაუზერში დაბლოკვის შესაძლებლობა, თუმცა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ ტიპის „მზა-ჩანაწერების“ თქვენს მიერ შეზღუდვის/დაბლოკვის შემთხვევაში შესაძლოა ჩვენმა ვებგვერდმა არ იმუშაოს თქვენი მოლოდინების შესაბამისად და შესაბამისად ვერ ისარგებლოთ მისი ზოგიერთი ფუნქციონალით.
    • ფუნქციონალური „მზა-ჩანაწერები“ (Functional Cookies) - ისინი გამოიყენება ჩვენს ვებგვერდზე დაბრუნებისას თქვენს ამოსაცნობად. ამ ტიპის „მზა-ჩანაწერები“ საშუალებას გვაძლევს დავინახოთ თქვენ მიერ გაკეთებული არჩევანი და დავიმახსოვროთ თქვენი პრეფერენციები, გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქტები და ჩვენი ვებგვერდის ფუნქციები. ფუნქციონალური „მზა-ჩანაწერები“ იმახსოვრებს ინფორმაციას თქვენს მიერ გაკეთებული არჩევანის შესახებ და გვეხმარება თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად პერსონალიზებული ფუნქციონალების მოწოდებაში. აღნიშნული „მზა-ჩანაწერების“ გარეშე თქვენ კვლავ შეძლებთ ჩვენი სერვისების გამოყენებას, მაგრამ გარკვეული ფუნქციები შეიძლება მიუწვდომელი იყოს. აღნიშნული ტიპის „მზა-ჩანაწერები“ გამოიყენება სხვადასხვა მიზნობრიობით, მათ შორის:
      • რათა დავიმახსოვროთ თქვენი პრეფერენციები და პარამეტრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თქვენი ბოლო ვიზიტის შემდეგ;
      • იმის დასამახსოვრებლად, უკვე გკითხეთ თუ არა ჩვენი „მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკის გაცნობის თაობაზე;
      • მომხმარებლის მიერ არჩეული ვებგვერდის თემის შესახებ ინფორმაციის სამართავად.
    ზოგიერთ არსებითად აუცილებელ და ფუნქციონალურ „მზა-ჩანაწერებს“ შეიძლება მართავდნენ მესამე მხარეები. ასეთ შემთხვევებში, ჩვენ არ ვაძლევთ მესამე მხარეებს „მზა-ჩანაწერების“ ჩამოთვლილი მიზნებისაგან განსხვავებული მიზნებისათვის გამოყენების შესაძლებლობას.
  4. „პერფორმანსის“ „მზა-ჩანაწერები“ (Performance Cookies)

    „პერფორმანსის“ „მზა-ჩანაწერები“ (Performance Cookies) - აღნიშნული „მზა- ჩანაწერები“ აგროვებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ იყენებთ ჩვენს ვებგვერდს. ისინი ასევე გვეხმარებიან ჩვენი მომხმარებლების ინტერესების გაგებასა და ჩვენი ეფექტურობის გაზომვაში. ეს „მზა-ჩანაწერები“ გამოიყენება სხვადასხვა, მათ შორის, ანალიტიკური და სტატისტიკური მიზნებისათვის, ჩვენი ვებგვერდით სარგებლობის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მისაღებად

  5. მიზნობრივი „მზა-ჩანაწერები“ (Targeting Cookies)
      ჩვენს ვებგვერდზე დაყენებული ეს „მზა-ჩანაწერები“ დაკავშირებულია მესამე მხარეების სარეკლამო სერვისებთან. ასეთი ტიპის „მზა-ჩანაწერებს“ შეუძლიათ თქვენი ბრაუზერისა და მოწყობილობის უნიკალური იდენტიფიცირება და ისინი გამოიყენება სხვადასხვა მიზნებისათვის, მათ შორის:
    • ჩვენი სოციალური მედიის გვერდებთან დასაკავშირებლად;
    • სარეკლამო მომსახურების პროვაიდერებისათვის თქვენი ვიზიტის შესახებ ინფორმაციის (პირდაპირ ან ირიბად) მისაწოდებლად;
    • აუდიტორიის კვლევისა და სეგმენტირებისათვის ინფორმაციის მისაწოდებლად.

5. რა მოხდება თუკი გამოვრთავ „მზა-ჩანაწერებს“?

„მზა-ჩანაწერების“ გამორთვამ თქვენს კომპიუტერზე, ტაბლეტზე, მობილურ ან სხვა მოწყობილობაზე, შეიძლება შეზღუდოს ჩვენს ვებგვერდზე თქვენი გამოცდილება. მაგალითად, თქვენ შეიძლება ვერ შეძლოთ ჩვენი ვებგვერდის თავისუფლად დათვალიერება ან მისი კონკრეტული ფუნქციონალებით სარგებლობა.

6. როგორ შევცვალო ჩემი „მზა-ჩანაწერების“ პარამეტრები?

თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ/შეწყვიტოთ „მზა-ჩანაწერების“ თქვენი ბრაუზერის მიერ ან კონკრეტული ვებგვერდიდან მიღება. ყველა თანამედროვე ბრაუზერი საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ თქვენი „მზა-ჩანაწერების“ პარამეტრები. როგორც წესი, აღნიშნული პარამეტრები შეგიძლიათ იპოვოთ თქვენი ბრაუზერის „Options” ან „Preferences“ მენიუში. აღნიშნული პარამეტრების შესახებ დამატებით ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბრაუზერის „Help“ ფუნქციაც. კონკრეტულ ბრაუზერებთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ შესაბამისი ბრაუზერის დეველოპერის ვებგვერდს.
„მზა-ჩანაწერების“ თქვენს მიერ გამოყენებული ბრაუზერის საშუალებით კონტროლისა და მართვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს: ყველაფერი მზა ჩანაწერების შესახებ. აღნიშნული საშუალებას მოგცემთ მიიღოთ „მზა-ჩანაწერების“ კონტროლისა და წაშლის შესახებ ინსტრუქციები. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი სხვა ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსზე და „მზა-ჩანაწერების“ გამორთვის შემთხვევაში თქვენ შესაძლოა ვერ ისარგებლოთ ჩვენი ვებგვერდის ყველა ფუნქციონალით.

7. ცვლილებები „მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკაში

ჩვენ ვიტოვებთ აღნიშნულ „მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის უფლებას, რის თაობაზეც გამოვაქვეყნებთ ჩვენს ვებგვერდზე. ცვლილების თაობაზე გეცნობებათ კონფიდენციალურობის პოლიტიკის მე-16 მუხლის შესაბამისად.