ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
13 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კარლო ანჩელოტიმ მოახლოვებული კლასიკოს წინ, სიტისთან ორმატჩიანი დუელი გაიხსენა.
„კრიტიკა სიტისთან მატჩში ნაჩვენები თამაშის გამო? ხალხს შეუძლია აზრი ჰქონდეს. გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა. ჯერ არ შემხვედრია ჩვენი გუნდის უკმაყოფილო ფანი.
პენალტების სერიაში კეპა ძალიან დაგვეხმარა. როგორ ვგრძნობდი თავს რუდიგერის პენალტის დროს? პენალტებზე მხოლოდ ორშაბათს ვივარჯიშეთ, რუდიგერმა სამი დარტყმა შეასრულა და სამივე გაიტანა. ზოგჯერ, ტექნიკაზე მნიშვნელოვანი ის არის, თავს როგორ გრძნობ.
სიტისთან თამაში ძალიან, ძალიან რთული გამოვიდა. თუმცა, არა ისეთი სანერვიულო, როგორიც ჩელსისთან 2022-ში, სადაც პრაქტიკულად გავარდნილები ვიყავით. სიტისთან ამ მატჩებში მსგავსი არაფერი ყოფლა.
მილიტაო ხვალ სასტარტოში იქნება? კი, შესაძლებელია. მას სათამაშო წუთები სჭირდება. ფაქტი ის არის, რომ მზადაა და ხვალისთვის შეგვიძლია მასზე იმედები დავამყაროთ.
ფერლან მენდი მსოფლიოს საუკეთესო დაცვითი მარცხენა მცველია, მისი ჩამოტოვება არც ისე ადვილი ამბავია.
კაზემირომ თქვა, რომ ვიტირე, როცა ის მიდიოდა? კაზე რეალის ლეგენდაა, ისიც წავიდა, მარსელოც წავიდა, რაც ჩვენთვის ძალიან ემოციური იყო.
80 ქულის დაგროვებასთან ახლოს ვართ. ახლა ბარსელონას ვხვდებით, ელ კლასიკო ყოველთვის დიდებული თამაშია. თუ მოვიგებთ, ლა ლიგის ტიტულს უფრო მივუახლოვდებით.
ნაჩო? ფეხბურთელების გადაწყვეტილებებს პატივი უნდა ვცეთ. ისინი საკუთარ არჩევანში თავისუფლები არიან.
სიტისთან მატჩში პენალტის შესრულება ხუთზე მეტ ფეხბურთელს უნდოდა." - აღნიშნა კარლომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
კომენტარები
3 საათის წინ
3 საათის წინ
3 საათის წინ
6 საათის წინ