შესვლა

burger

არაუხო: "შედეგმა მწარე გემო დამიტოვა, მეტს ვიმსახურებდით"

ფონტის ზომა
TT

ბარსელონას მცველის, რონალდ არაუხოს აზრით, ნაპოლისთან მატჩში კატალონიელები ფრეზე მეტს იმსახურებდნენ.

 

„თამაშის შემდეგ ცოტა მწარე გემო დამრჩა. ვფიქრობ, მეტს ვიმსახურებდით.

 

ნებისმიერ შემთხვევაში, დავამტკიცეთ, რომ ბრძოლა შეგვიძლია და ყველაფერი მეორე მატჩში გადაწყდება.

 

რაღაც მომენტში, მეტოქის ტემპის დაგდება დაგჭირდა. ამის გამო, სწრაფად ვეღარ ვუტევდით. დიდ გუნდს ვეთამაშეთ. ახლა კი, საკუთარი ფანების წინაშე, შემდეგი ეტაპის საგზური უნდა მოვიპოვოთ." - აღნიშნა ურუგვაელმა მატჩის შემდეგ.

 

საპასუხო დაპირისპირება 12 მარტს სტადიონ მონტჟუიკზე გაიმართება.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.