Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
12 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში პსჟ-მ ბოლო 20 წლის მანძილზე ბურთი ძელს ყველაზე მეტჯერ მოარტყა.
მიმდინარე სეზონში პარიზელებმა ბურთი ძელს 14-ჯერ მოარტყეს, რაც ახალი რეკორდია. აქედან ექვსი ძელი დორტმუნდთან ნახევარფინალურ მატჩებზე მოდის - ორჯერ გერმანული კლუბის კარი სიგნალ იდუნა პარკზე გადაურჩა გოლს, 4-ჯერ კი - პარკ დე პრენსზე.
მიუხედავად ამისა, ფუტკრებმა ორივე მატჩში მშრალად მოახერხეს კარის შენახვა და ორი მატჩის ჯამში პსჟ-ს 2:0 მოუგეს.
შესაბამისად, დორტმუნდი 2013 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის ფინალს - იმავე სტადიონზე [უემბლიზე], სადაც 11 წლის წინ მიუნხენის ბაიერნთან დამარცხდა.
კომენტარები
3 დღის წინ
2 დღის წინ
3 დღის წინ