სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
4 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
27 წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს კალათბურთში ქალთა ეროვნული ნაკრები ჰყავს. ქალთა კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, კახა შენგელიასა და მისი მოადგილის, ლელა ცანავას მცდელობების შედეგად ეროვნულმა ნაკრებმა FIBA-სგან პირველ ოფიციალურ ტურნირზე ასპარეზობის უფლება მიიღო.
გოგოები პირველი დიდი ტურნირისთვის მზადებას თვეზე მეტია შეუდგნენ, დღეს ბოლო ვარჯიში ჩაატარეს თბილისში და ღამე კოსოვოში გაფრინდებიან ჩემპიონატზე საასპარეზოდ.
ჩვენი ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე პატარა ქვეყნებს შორის, რომელშიც 8 გუნდი მონაწილეობს. ჩვენს ჯგუფში კვიპროსი, მალტა და კოსოვო არიან და ჯგუფიდან 2 საუკეთესო გადის.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები