Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
თბილისის გრანდ სლემი საქართველოსთვის დიდებული შედეგით დასრულდა.
ტურნირის პირველ დღეს ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ) გახდა, რომელმაც კარიერაში პირველი გრანდ სლემი მოიგო. მან ფინალში კანადელი ჯესიკა კლიმკეიტი ვაზარით დაამარცხა.
მეორე დღეს ოქროს მედალი ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) მოიპოვა. მან ფინალში რუსი კარენ გალსტიანი 32 წამში იპონით დაამარცხა. ლაშამ თბილისის გრანდ სლემი მეორედ მოიგო.
დღეს კი ტურნირი ქართული ტრიუმფით დაიხურა. ჩემპიონი ჯერ ლაშა ბექაური (-90კგ) გახდა, რომელმაც ფინალში აზერბაიჯანელ ელჯან ჰაჯიევს 51 წამში იპონით მოუგო და თბილისში ზედიზედ მეორე ოქრო მოიპოვა.
დღე კი გურამ თუშიშვილის (+100კგ) გამარჯვებით დასრულდა. მან აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური იპონით დაამარცხა, იმავე წონაში კი ბრინჯაოს პრიზიორი საბა ინანეიშვილი გახდა, რომელმაც ყაზახ იერასილ კაჟიბაიევს სძლია იპონით.
საბოლოოდ საქართველომ 4 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და თბილისის გრანდ სლემზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
მე-2 ადგილზე ესპანეთი გავიდა 2 ოქროს მედლით. მათ შორის ერთ-ერთი ჩემპიონი ნიკოლოზ შერაზადიშვილი (-100კგ) გახდა.
კომენტარები
23 დღის წინ
26 დღის წინ
22 საათის წინ
2 დღის წინ